ლურჯი და ყვითელი - საქველმოქმედო საღამო უკრაინის მხარდასაჭერად 27 აპრილს გაიმართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
27 აპრილს, თბილისში, გაიმართება ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება - ლურჯი & ყვითელი , რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის არტისტებს, მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს.
მონაწილეები:
- ქართული ნაციონალური ბალეტი Სუხიშვილები - ახალი თაობა
- Kahaberi & Khanums
- Tamada
- თეა დარჩია
- Luna997
- NIKAKOI
ადგილმდებარეობა - რესპუბლიკა • Republic Event Hall
დასაწყისი - 19:00
"საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა; სწორედ ამიტომ, შესაძლებელი გახდა დაგვეორგანიზებინა ღონისძიება სადაც, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. ღონისძიების შემდგომ გამოქვეყნდება შესაბამისი რეპორტი." - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის წარმდგენია Artu.ge.
ბილეთები:
- საცეკვაო ზონა - 60₾
- ლაუნჯ ზონა (ლაუნჯი 1 პერსონაზე, welcome drink, კანაპე სეტი) - 300₾
გიწვევთ გაატაროთ ოთხშაბათი საღამო გამორჩეულ ღონისძიებაზე და ამავდროულად დაეხმაროთ უკრაინას!
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში - თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
თუ გაქვთ სურვილი გაიღოთ მეტი შემოწირულობა დაგვიკავშირდით - https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward
ორგანიზატორები:
უკრაინული საზოგადოება- უკრაინის მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები
Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება
Artu.ge
რესპუბლიკა • Republic Event Hall
Მხარდამჭერები:
თბილისის მერია