Cyber Monday Sale! 50% Off All Access

მაკდონალდს საქართველოს Fred L. Turner Golden Arch Award-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მაკდონალდს საქართველო ფრედ ლ. ტერნერის სახელობის Golden Arch ("ოქროს თაღის") ჯილდოს გამარჯვებულია. ჯილდო კომპანიას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის, თანმიმდევრული მართვის, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისა და სრულიად მაკდონალდსის სისტემის გაძლიერებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო უმაღლესი დონის აღიარებაა მაკდონალდსის ფრენჩაიზებისთვის.

ფრედ ტერნერმა რეი კროკთან ერთად მაკდონალდსი რესტორნების პატარა ქსელიდან გლობალურ ბრენდად აქცია. მათი მონაპოვარის პატივსაცემად მაკდონალდსი ორ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს: რეი კროკის გლობალურ ჯილდოს — გამორჩეული მენეჯერებისთვის, რომელიც მაკდონალდს საქართველომ ოთხჯერ მოიპოვა და ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდოს — წარმატებული ფრენჩაიზებისთვის, რომლის მფლობელიც მაკდონალდს საქართველო წელს პირველად გახდა.

მაკდონალდსისგან ეს აღიარება წილად ხვდა 42 ფრენჩაიზს 20 ბაზრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დივიზიონში გამარჯვებულებს შორის წელს მხოლოდ მაკდონალდს საქართველო მოხვდა.

"საგულისხმოა, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ამიტომაც ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს" — ნათქვამია მაკდონალდის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მაკდონალდსი აფასებს საქართველოს ფრენჩაიზის ზრდაზე ორიენტირებულ და ლიდერულ მიდგომებს და აღიარებს მის სწრაფვას საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი.

"თქვენ შეძელით და დაამკვიდრეთ სამაგალითო სტანდარტები თქვენს რესტორნებში. ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი ბრენდისადმი სანდოობა, რაც სწორედ თქვენი სარესტორნო ქსელების თავდადების დამსახურებაა. ბაზარზე მიღწეული ასეთი შთამბეჭდავი შედეგების გამო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი კომპლიმენტები"- წერს მაკდონალდსის პრეზიდენტი.

გამარჯვებულებთან საზეიმო შეხვედრა 2022 წლის აპრილში ფლორიდაში, მაკდონალდსის მსოფლიო კონვენციაზე შედგება.

მაკდონალდს საქართველომ 1999-2020 წლებში ქვეყანაში 106,134,482 ლარის ოდენობის ჯამური ინვესტიცია განახორციელა. 2020 წელს ორი ახალი რესტორანი, 2021 წელს კი ბრედფილდის პურის საწარმო გახსნა, რომელთა ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 45,000,000 ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ 1999-2020 წლების განმავლობაში მაკდონალდს საქართველომ ბიუჯეტში 115,652,448 ლარი შეიტანა.

ამჟამად მაკდონალდსში დასაქმებულია 1300-ზე მეტი თანამშრომელი. 2022 წელს კი იგეგმება 3 ახალი რესტორნის გახსნა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

"პანდემიის მიუხედავად, შრომითი ხელშეკრულება არც ერთ თანამშრომელთან არ შეგვიწყვეტია. მაკდონალდსის თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს და გადამზადებას. ეს წარმოების და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მუდმივი პროცესია", — აცხადებენ მაკდონალდს საქართველოში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს