Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"მეგრული ჩაი" თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპანია "მეგრული ჩაის" დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა. "მეგრული ჩაი" უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს "მეგრულმა ჩაიმ" თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

"მეგრული ჩაის" წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!