Get All Access for $5/mo

Metaverse-ზე სამუშაოდ, Facebook ევროკავშირის ტერიტორიაზე 10 000 ადამიანს დაასაქმებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook ე.წ. "მეტასამყაროზე" სამუშაოდ, ევროკავშირში 10 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

Metaverse (მეტასამყარო) ონლაინ პლატფორმაა, რომელშიც VR გარნიტურის დახმარებით, ადამიანებს თამაშის, მუშაობის და ვირტუალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ.

კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, Facebook-ის თავკაცი, მარკ ზაქერბერგია.

როგორ Facebook-ის წარმომადგენლები იუწყებიან, "მეტასამყარო" ახალი შემოქმედებითი, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ცენტრი იქნება, ხოლო ევროპელებს ამ პლატფორმის ფორმირების შანსი მიეცემათ.

ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც უახლოესი 5 წლის განმავლობაში შეიქმნება, ძირითადად სპეციფიკური ცოდნისა და უნარების მქონე ინჟინერებისა და დეველოპერების მოძიებაზე იქნება ორიენტირებული.

კომპანია აცხადებს, რომ ევროკავშირში ინვესტიციის განხორციელება მათ უამრავ სარგებელს მოუტანს, უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზრის ათვისების, უმაღლესი დონის უნივერსიტეტებისა და გამორჩეული ტალანტების ჩართულობის სახით.

ამ ეტაპზე, "მეტასამყარო" Facebook-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს გიგანტური სოციალური ქსელი ძირითადი კონკურენტების შეძენით და საკუთარი მმართველობის ქვეშ გაერთიანებით იყო დაკავებული, "მეტასამყაროს" შემთხვევაში Facebook სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის პერსპექტივას გვპირდება. სულ ახლახან, მათ $50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს არაკომერციული ჯგუფების დასაფინანსებლად, რომლებიც "პასუხისმგებლიანი მეტასამყაროს" შექმნაზე მუშაობენ. თავად მარკ ზაქერბერგის აზრით, ამ პროექტის საბოლოო იერსახემდე მიყვანას 10-15 წელი დასჭირდება.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე მიმართულია Facebook-ის ბოლო დროინდელი სკანდალების სერიის შემდეგ, კომპანიის რეპუტაციის აღდგენისა და საზოგადოების ყურადღების გადატანისკენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, Facebook მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ამხილა. მთავარი ბრალდება, რომელიც ფრენსის ჰაუგენმა კომპანიას წაუყენა ეხებოდა იმას, რომ Facebook-ის შიდა კვლევებზე დაყრდნობით, Instagram ნეგატიურად მოქმედებს მოზარდთა ფსიქიკაზე, ხოლო კომპანია ამას საგულდაგულოდ მალავდა და არ ასაჯაროებდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!