Join our Waitlist for Expert Advice!

მომავლის წამოწყება - ''თეგეტა'', როგორც ენერგოეფექტური, მწვანე კომპანია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

ენერგოეფექტურობა აქტუალური ხდება საქართველოშიც. ქვეყანაში ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებები სახელმწიფომაც დაიწყო. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელისუფლებამ ბიზნესს პროცესების დაწყების ბიძგი მისცა.

მსოფლიო გიგანტი კომპანიების მსგავსად, ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა "თეგეტა ჰოლდინგისთვისაც" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია განახლებადი ენერგიის აქტიურად გამოყენებას გეგმავს.

მზის პანელები და მზის ენერგია "თეგეტაში"

"თეგეტას" ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ენერგორესურსების დაზოგვისა და გარდაქმნისთვის უნდა დაიწყოს, მზის ელექტროსადგურის მონტაჟია. კომპანიის გადაწყვეტილებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: შეამციროს ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე - მზის ელექტროსადგური არ გამოყოფს მხუთავ აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს, არ აქვს რადიაცია და სრულიად უსაფრთხოა. ამასთანავე, ახალი, ამბიციური პროექტის დასრულების შემდეგ "თეგეტაში" ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას ელოდებიან.

ჰოლდინგის სათავო ოფისის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია "თეგეტა ჯგუფში" შემავალი კომპანიის "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმის რენოვაცია. სწორედ ეს იქნება პირველი შენობა, რომლის თავზეც მზის ელექტროსადგურის მონტაჟი იგეგმება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.

"ამ მხრივ, საკმაოდ ამბიციური ამოცანა დავისახეთ. პირველი სათავო ოფისში "პორშეს" ცენტრის რენოვაციაა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთანავე, იგეგმება ვოლვოს" ახალი შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე. მზის პანელების ელექტროსადგურის ინსტალაცია გაწერილია ორივე პროექტში. თითოეულის შემთხვევაში კომპანია ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-იან ეკონომიას შეძლებს", - აცხადებს "თეგეტა ჰოლდინგის" ადმინისტრაციული დირექტორი პაატა სამხარაძე.

"თეგეტას" მზის პანელების ელექტროსადგური 500-კილოვატიანი იქნება. ეს ერთ საკადასტრო მისამართზე განსათავსებელი ობიექტის მაქსიმალური სიმძლავრეა და მას კომპანია სრულად აითვისებს. მაქსიმალური სიმძლავრის ელექტროსადგური საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას აქვს. მათთან ერთად, "თეგეტა" ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც მზის ელექტროსადგურით სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით განსაზღვრულ მაქსიმუმს - 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

"500-კილოვატიანი ენერგოსადგურით ელექტროენერგიის 40%-იან ეკონომიას მივიღებთ. უკვე დათვლილი გვაქვს 5-წლიანი უკუგების პერიოდი - ამ დროში სადგური თავის ფინანსურ დანახარჯებს გაასწორებს. 5 წლის შემდეგ კი, წლის ჭრილში, 170 000 ლარის შეღავათს მივიღებთ. თუ 5 წელზე ვისაუბრებთ, ამ პროექტში ჩადებული თანხა - $300 000 სრულად დაიფარება".

ზოგადად, განახლებადი ენერგიის თემა ძალიან პოპულარული და სწრაფად ცვალებადია მთელ მსოფლიოში. საქართველოსა და ევროპაში ბევრი წარმატებული კომპანიაა, რომლებსაც ინდუსტრიასა თუ წარმოებაში ელექტროენერგია სჭირდება და რომლებიც, თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, აქტიურად გადადის საკუთრივ მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.

ენერგოეფექტური მშენებლობა "თეგეტაში"

მცირე, საშუალო თუ დიდი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას, "თეგეტა" ცდილობს, მაქსიმალურად ენერგოეფექტური იყოს, მოიხმაროს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია - ჰქონდეს ელექტროენერგიისა და გაზის მინიმალური დანახარჯები.

"მშენებლობებს თანამედროვე ნოვატორული სამშენებლო მიდგომებით ვახორციელებთ. მაგალითად, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაცია, რომელიც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი თითოეული მიმდინარე და ახლად ინიცირებული პროექტი მორგებულია ყველაზე თანამედროვე, ნოვატორულ სამშენებლო ხედვებსა და სტანდარტებს. ეს კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ თბოიზოლაციას და შესაბამისად, ენერგოეფექტურობას", - აცხადებს "თეგეტა ჰოლდინგის" ადმინისტრაციული დირექტორი პაატა სამხარაძე.

ენერგოეფექტური ტრანსპორტი "თეგეტაში"

ენერგოეფექტურობა "თეგეტასთვის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წლიდან სასაწყობე მეურნეობისთვის კომპანია 5 პატარა ელექტრომობილს იყენებს, რასაც უახლოეს მომავალში კიდევ 5 დაემატება. ელექტრომობილებისა და ელექტროსკუტერების გამართული მუშაობისთვის კი "თეგეტამ" სათავო ოფისის ტერიტორიაზე 5-პოსტიანი დამტენები მოაწყო.

მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ენერგოეფექტურ მოდელებზეც ალაპარაკდა. ინოვაციების კვალდაკვალ, ამ სიახლის ბაზარზე შემოტანას "თეგეტაში" სამომავლო პერსპექტივად განიხილავენ.

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მსოფლიო ტრენდს ფეხს უწყობენ პრემიუმ ავტობრენდებიც. შვედური ბრენდი, ვოლვო 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვას გეგმავს. ამავე სტრატეგიას მიჰყვება "ვოლვო ქარ კავკასიაც", რომლის საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი კი - სრულად ელექტრიფიცირებული.

"ვოლვო ქარ კავკასიამ" ბაზარზე Plug-in Hybrid-ების შემოყვანა 2019 წლიდან დაიწყო და კავკასიის მასშტაბით, 60-მდე ავტომობილი გავყიდეთ. ამჟამად ჩვენს შოურუმში Plug-in და Mild ჰიბრიდების ფართო ხაზია წარმოდგენილი და რეგიონის ბაზარს თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს მომავალშიც შევთავაზებთ", - "ვოლვო ქარ კავკასიას" დირექტორი გაგა კოხრეიძე.

"პორშე ცენტრი თბილისის" გეგმაც საკმაოდ ამბიციურია - 2022 წლისთვის გაყიდული პორშეების 50%-ზე მეტი ჰიბრიდი ან ელექტრიფიცირებული იქნება.

"2010 წლიდან ჩვენს შოურუმში "პორშეს" ჰიბრიდი გამოჩნდა, 2015 წლიდან - Plug-in Hybrid, 2020 წლიდან კი - სრულად ელექტრიფიცირებული მოდელიც. "პორშე ცენტრი თბილისის" სახელით, საქართველოში Porche-ს დამტენების მონტაჟსაც ვახორციელებთ. ენერგოეფექტური ავტომობილების დამუხტვა დღეს საქართველოს ხუთ რეგიონშია შესაძლებელი. ასევე, "Tegeta Premium Vehicles" 2021 წლიდან "მაზდას" ელექტრომობილების წარმომდგენია საქართველოში", - პეტრე წაქაძე, "Tegeta Premium Vehicles"-ის დირექტორი.

ენერგოეფექტურობის ფარგლებში, ტოიოტა უკვე აქტიურად მუშაობს წყალბადის ძრავიანი ავტომობილების შექმნაზე, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" კი 2014 წლიდან ქართულ ბაზარს ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილებით ამარაგებს.

"თეგეტას" ჰოლდინგში შედის საერთაშორისო კომპანია Europcar-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა "ევროპქარ ჯორჯიაც", რომელიც მანქანების გაქირავების კომპანიაა. მომხმარებელს ისინი, როგორც წესი, ელექტრომობილებს სთავაზობენ. სამსახურებრივი საქმიანობისთვის მათ ავტოპარკს თავად "თეგეტაც" იყენებს".

ავტომობილების გარდა, "თეგეტა" აქტიურად მოიხმარს ელექტროსკუტერებს - NIU-ს, რომლებიც კომპანიას 2018 წლიდან ჩამოჰყავს, შოურუმში კი ხელმისაწვდომი 2021 წლიდან არის. NIU-ს, როგორც ბრენდის, უდიდესი სურვილია, გახდეს პირველი ურბანულ ტრანსპორტირებაში და დაამკვიდროს ტექნიკისა და დიზაინის ახალი, უმაღლესი სტანდარტები.

თანამედროვე ენერგოეფექტური საშუალებების ბიზნესში დანერგვით, "თეგეტა"დიდ განაცხადს აკეთებს გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, ასევე, ჩნდება შესაძლებლობა დაზოგოს ენერგია, ფინანსური რესურსები, მიიღოს უფრო მაღალი წარმადობა, სახელმწიფო შეღავათები, სუბსიდიები და რაც ყველაზე მთავარია, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქართული "მწვანე კომპანია".

"თეგეტა ჰოლდინგი", უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. "თეგეტა ჰოლდინგი", 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი