Get All Access for $5/mo

NEXT COLLECTION - 5 ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობს ამბები, რომლებიც იმდენად კარგად ჟღერს, საკუთარ ყოველდღიურობასთან გაიგივება შესაძლოა გაგიჭირდეს. თუმცა ეს ამბავი არა წარმოუდგენელ, არამედ რეალურ, კომფორტულ ცხოვრებაზეა, რომლის მთავარი გმირი შენც ძალიან მარტივად შეიძლება გახდე… NEXT COLLECTION - ასე ქვია NEXT GROUP-ის ახალ პროექტს, რომლის ისტორიაც ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში იწყება.

NEXT GROUP საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სწრაფი ტემპებით იზრდება და უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციები შემოაქვს. კომპანიას აქვს რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული მასშტაბური კომპლექსი ბათუმში. პროექტებს შორისაა Radisson Hotel Group-თან და Wyndham Hotels & Resorts-თან კოლაბორაციით შექმნილი ბრენდული რეზიდენციები, სასტუმრო-აპარტამენტები და ვილები.

კომპანიის ახალი პროექტი NEXT COLLECTION-ია, რომლის მთავარი იდეა 5 ვარსკვლავიან რეზორტში ცხოვრებაა, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. ამიტომ, თუ საუკეთესო ინვესტიციის უსაფრთხოდ გაკეთება გსურს, უნდა იცოდე მეტი NEXT COLLECTION-ის შესახებ.

NEXT COLLECTION ინფრასტრუქტურა

NEXT COLLECTION ყველა იმ სივრცესა და სერვისს აერთიანებს, რაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ახასიათებთ - რესტორნებსა და ბარებს, ტერასებს, დახურულ და ღია აუზებს, მათ შორის "უსასრულო" პანორამულ აუზს სახურავზე, სპა და ფიტნეს ცენტრებს, კაფე-ბიბლიოთეკას, სამუშაო, საკონფერენციო და საბავშვო გასართობ სივრცეებს, სამედიცინო ოთახს, აფთიაქს, კონოთეატრსა და პარკინგს. ყველა ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება როგორც დროებითი დამსვენებლებისთვის, ასევე კომპლექსის მუდმივი მაცხოვრებლებისთვის.

არქიტექტურა

კომპლექსის არქიტექტურა იდეალურად ერგება ტერიტორიის ტოპოგრაფიას და ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტთან. გამოყენებული ორგანული ფორმები, მასალები და ფერთა გამა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.
ყველა აპარტამენტი დაგეგმარებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. თითოეული სივრცე წარმოდგენილია ფართე ტერასებით. არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერიც, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ NEXT COLLECTION სრულიად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ხელსაყრელი ინვესტიცია

საქართველოს ტურისტული და უძრავი ქონების სექტორი ყოველწლიურად მზარდია. დღეს საუკეთესო დროა საკუთარი აპარტამენტის შესაძენად მომავლის კომპლექსში, სადაც შეგიძლია ისარგებლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტითა და მომსახურებით. NEXT COLLECTION-ში დასვენება ან ცხოვრება ერთნაირად კომფორტული იქნება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის.

NEXT COLLECTION ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ, დაისვენონ და მიიღონ სტაბილური შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ – ეს არის მომგებიანი ინვესტიცია სტაბილური მომავლისთვის.

NEXT COLLECTION-ში გაყიდვები დაწყებულია, კომპლექსში აპარტამენტის მინიმალური ფასი 40 500 აშშ დოლარიდან იწყება. ასევე მოქმედებს მოქნილი გადახდის პირობები: 10%-იანი პირველადი შენატანი და შიდა უპროცენტო განვადება 2026 წლის მაისამდე.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ NEXT GROUP-ის ვებ გვერდს www.nextgroup.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!