📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

POSTRED Academy-ს ორგანიზებით, თიბისი კონცეპტში Film Industry Meetups-ის პირველი ღონისძიება გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

POSTRED Academy-ს ორგანიზებით, თიბისი კონცეპტში Film Industry Meetups-ის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა სფეროდან და სექტორიდან.

ღონისძიების ფარგლებში, POSTRED Academy-ს დამფუძნებელმა, თინა ბაბაკიშვილმა, დამსწრე აუდიტორიას Film Industry Meetups-ის სამომავლო გეგმები, მთავარი მიზანი, დაარსების იდეა და მოტივაცია გააცნო.

Creative Europe MEDIA-ს წარმომადგენელმა, დიანა მაღლაკელიძემ, ინდუსტრიაში ევროპული დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

Film Industry Meetups-ის სტუმარმა, კანადელმა ხმის დიზაინერმა − Gavin Fernandes-მა, ბესო კაჭარავასთან ერთად მის გამოცდილებაზე ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე − "ხელოვნების კომერციალიზაცია", სადაც ირინა წეროძემ − USAID Industry Led Skills Development Program-იდან, ლევან ლაფაჩიმ − Highway VFX-იდან და თათია ბიძინაშვილმა − Enterprise Georgia-დან, ინდუსტრიის გამოწვევებზე, რესურსებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბესო კაჭარავა − POSTRED-ის დამფუძნებელი.

Film Industry Meetups-ის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. საორგანიზაციო გუნდი კი მზადაა სხვადასხვა თანამშრომლობისთვის, ისინი ელიან ინიციატივებს სამომავლოდ ერთობლივი გეგმების განსახორციელებლად, როგორც შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ადამიანებისგან, ასევე ორგანიზაციებისგან.