Cyber Monday Sale! 50% Off All Access

პროფესია "ქონთენთ მენეჯერი" - ბრენდის ხმა თანამედროვე სამყაროში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

"საქართველოს ბანკი" წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" პარტრნიორობით ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანს შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა და იმ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა წარმოადგენს, რომლებმაც ახალ რეალობაში სამსახური დაკარგეს ან მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი.

პროექტი ორიენტირებულია, ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და განავითარონ არსებული უნარები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ ე.წ. თოქებისა და ბლოგების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ინფორმაციაზე. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს სწორ არჩევანში და იმის განსაზღვრაში, თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი. ერთ-ერთ ასეთ სფეროსა და პროფესიას ქონთენთმენეჯერი წარმოადგენს. თუ რას გულისხმობს ის და რა მახასიათებლები აქვს, ბრენდინგისა და კომუნიკაციების კონსულტანტი ნათია გოგია პროექტის ფარგლებში მომავლის ამ ერთ-ერთ საინტერესო პროფესიას გვაცნობს:

"ქონთენთი მეფეა − ეს ფრაზა მარკეტერებს ძალიან ხშირად გვსმენია და ბევრი ჩვენგანი მას ვეთანხმებით კიდეც. დღევანდელ მარკეტინგში შინაარსი სულ უფრო მეტ ღირებულებას იძენს, რადგან გადატვირთულ ინფორმაციულ ნაკადებში ძალიან რთულია ყურადღება სტანდარტული სარეკლამო მესიჯებით მიიპყრო. ამიტომ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორი ქონთენთის შექმნა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება საინტერესო, ყურადღების მიმპყრობი, ღირებული და ჩვენი ბრენდის რელევანტური. ტრადიციული მარკეტინგული კომუნიკაციებისგან განსხვავებით, ქონთენთ-მარკეტინგის სტრატეგია უკვე ორიენტირებულია ადამიანებზე და არა პროდუქტებზე.ზოგადად, ქონთენთ-მარკეტინგის დისციპლინამ სამი ახალი სამუშაო პოზიცია შექმნა. ესენია: ქონთენთ-მენეჯერი, ქონთენთ-კრეატორი და ქონთენთ-მარკეტერი. თუმცა, რადგან ეს დარგი ჩვენთან ჯერ კიდევ ახალია, ხშირად ქონთენთ-მენეჯერი ამ სამივე საქმიანობას მოცავს.

ქონთენთ-მენეჯერის როლი კომპანიაში ბრენდის ონლაინ სივრცეში დამკვიდრებაა. ის ქმნის, წერს და აქვეყნებს ქონთენთს, რაც გულისხმობს მულტიმედიურ სტატიებს, ბლოგებს, სურათებს ან ვიდეოებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით ონლაინსივრცეში.

ერთი მხრივ, უნდა იყო მფრინავი იდეების გენერატორი, რათა მუდმივად ფეხი აუბა ახალ ტენდენციებს და შექმნა ისეთი თემები, რომლებიც შენი მომხმარებლის ჩართულობას გამოიწვევს, ხოლო მეორე მხრივ, უნდა შეგეძლოს პრაგმატული აზროვნება და იყო შედეგებზე ორიენტირებული მენეჯერი. საქართველოში ამ მიმართულებით ფორმალური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ხომ სწორედ ის არის, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შენთვის სასურველ პროფესიას შეგიძლია ონლაინ დაეუფლო, თანაც − საუკეთესო ლექტორების დახმარებით.

ეს პროფესია მეტწილად მაინც პრაქტიკაში ისწავლება. საკმარისია გქონდეს იდეა, სმარტფონი, და პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. სწორედ ქონთენთია ის, რაც საბოლოო ჯამში ბრენდს აცოცხლებს და ამეტყველებს. დღეს გაცილებით მარტივია აკეთო ის, რაც გიყვარს. ვფიქრობ, წარმატება სწორედ ეს არის. თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, მაშინ დანარჩენი თავისთავად მოვა".

ხოლო "საქართველოს ბანკი" აგრძელებს მომავლის პროფესიების გაცნობას და მომავალშიც განვითარების საინტერესო ვიდეოებსა და ბლოგებს გვპირდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!