რას ამბობს ჯეფ ბეზოსი ილონ მასკის ერთ ''ძალიან კარგ'' უნარზე?
By Emily Rella
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი დიდი ხნის მეტოქეები არიან, განსაკუთრებით, თუ ბიზნესურთიერთობებზე მიდგება საქმე. კერძოდ, კოსმოსის ათვისებაზე, მათი კოსმოსის შემსწავლელი კომპანიებითა და ინიციატივებით.
როგორც კი მასკმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ Twitter შეიძინა, ბევრი დაფიქრდა (ბედის ირონიით), რა ბედი ეწეოდა სოციალურ მედიაპლატფორმას კერძო კომპანიად გარდაქმნის შემდეგ.
"სიტყვის თავისუფლება მოქმედი დემოკრატიის საფუძველია, ხოლო Twitter − ქალაქის ციფრული მოედანი, სადაც კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები განიხილება", − განაცხადა მასკმა კომპანიის შეძენის შემდეგ.
სიტყვის თავისუფლების ამ ცნებამ და Twitter-ის "ქალაქის მოედნისთვის" შედარებამ New York Times-ის რეპორტიორ მაიკ ფორსაიტს ცნობისმოყვარეობა გაუღვივა. მან აღნიშნა, რომ მასკის Tesla დიდად არის დამოკიდებული ჩინეთზე, რადგან იქ წარმოებს ლითიუმის ბატარეები კომპანიის ელექტრომობილებისთვის და ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს Tesla-სთვის სიდიდით მეორე სარეალიზაციო ბაზარი ჩინეთი იყო.
Twitter 2009 წლიდან აკრძალულია ჩინეთში. ამ ფაქტმა აიძულა ბეზოსი დიდ მსჯელობაში ჩართულიყო ამ პლატფორმაზე, სადაც საზოგადოება წუხდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქვეყნისა და სოციალური მედიის პლატფორმისთვის მასკის მიერ Twitter-ის შეძენას.
"ნუთუ ჩინეთის მთავრობას გარკვეული ბერკეტები გამოუჩნდა ქალაქის მოედანზე გავლენის მოსახდენად?" − დაწერა ბეზოსმა Twitter-ზე, ვიდრე ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამდა, − "ამ შეკითხვაზე პირადად ჩემი პასუხია − არა. სავარაუდოდ, ამას შესაძლოა უფრო მეტად Tesla-სთვის მოჰყვეს სირთულეები ჩინეთში, და არა ცენზურა Twitter-ზე".
მაგრამ ყურადღება ბეზოსის კომენტარს კი არ მიუპყრია ჩინეთზე, არამედ მის შემდგომ ქათინაურს, კონკურენტის − მასკის მიმართ.
"ვნახოთ", − დაწერა Amazon-ის დამფუძნებელმა მესამე ტვიტში, − "მასკი ძალიან კარგად ახერხებს ამ სახის სირთულეებთან გამკლავებას".
საკითხავია, ეს სარკაზმი ხომ არ იყო... შესაძლოა, ბეზოსი მასკს მიანიშნებს, რომ გარკვეული ეჭვები აქვს.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ვანგ ვენბინის განცხადებით, "სპეკულაციის საფუძველი" არ არსებობს; რომ ქვეყნის ინტერესშია Tesla-ს დამოკიდებულების გამოყენება და სოციალური მედიის პლატფორმის ქონთენთზე გავლენის მოხდენა ჩინეთში.
ჩინეთში Tesla-ს შემოსავალი 2021 წელს დაახლოებით $13,8 მილიარდი იყო, 2020 წლის შემოსავალზე ორჯერ მეტი, რაც დაახლოებით $6,7 მილიარდს შეადგენდა.
ამ მოვლენების შემდეგ, 24-საათის განმავლობაში Twitter-ის აქციები მხოლოდ 4%-ით დაეცა, ხოლო Tesla-ს − დაახლოებით 9,8%-ით.