როგორ დავიწყოთ ბიზნესი? გიორგი შარაშიძის საავტორო ონლაინ კურსი მათთვის, ვისაც პიროვნული ტრანსფორმაცია, ახალი მიზნების დასახვა და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ცოდნის მიღება სურს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც ქოუჩინგის, ტრენინგისა და მენტორინგის პრაქტიკას აერთიანებს.
ფიქრობ საკუთარი ბიზნესის დაწყებას, მაგრამ ვერ ბედავ, თუმცა ამავე დროს ხვდები, რომ ცვლილება აუცილებელია შენი განვითარებისთვის? გსურს, შეცვალო შენი ცხოვრების სტილი და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენო რაიმე ღირებულის შესაქმნელად? გსურს, საკუთარი ბედი თავად განკარგო და თავად გადაწყვიტო, რა სჯობს შენთვის და შენი მომავლისთვის? გსურს აკეთო ის, რაც ბედნიერებას განიჭებს?
მოგბეზრდა ერთფეროვნება და ფიქრობ, რომ დროა გაბედული ნაბიჯები გადადგა? გრძნობ შინაგან მზადყოფნას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად შენი თავისა და ადამიანების წინაშე? დღეს ყოყმანის, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების, ზედმეტი სიფრთხილისა და შიშის დრო არ არის. დღეს გადაწყვეტილების მიღების დროა!
აქამდე არსებული ყველა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაში კი ეს კურსი დაგეხმარება, რომელიც შექმნილია შენი ტრანსფორმაციისთვის, შენში აქამდე მიძინებული პოტენციალის გამოღვიძებისა და შენთვის ახალი თვალსაწიერის გახსნისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად კი სამი მეთოდის ერთობლიობას გამოვიყენებთ, რაც კურსს უნიკალურს ხდის და დამატებით ღირებულებას სძენს თითოეული მონაწილისთვის:
ქოუჩინგი + ტრენინგი + მენტორინგი
ინდივიდუალური ქოუჩინგით დაგეხმარებით თქვენში შესაძლოა აქამდე მიძინებული უნარებისა და თვისებების გამოვლენასა და შესაბამისი მიზნების დასახვაში საკუთარი მომავალი ბიზნესკარიერის უკეთ დასაგეგმად!
ჯგუფური ონლაინტრენინგით დაგეხმარებით უახლესი ცოდნის მიღებაში, რაც ბიზნესის დაწყებასა და სწორად მართვაში გამოგადგებათ და მაქსიმალურად დაგაზღვევთ შეცდომებისგან!
ინდივიდუალური მენტორინგით დაგეხმარებით ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით ბიზნესის სწორი მიმართულებით დაწყებასა და განვითარებაში!
ჯგუფურ ტრენინგებს, ასევე მონაწილეებთან ინდივიდუალურ სესიებს გაუძღვება გიორგი შარაშიძე:
- ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
- გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
- მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
- გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და "დოიჩე ველე" აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
- გიორგი შარაშიძის სარედაქციო სტატიებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://www.entrepreneur.com/author/giorgi-sharashidze4/1
- გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ვისთვის არის კურსი "როგორ დავიწყოთ ბიზნესი?"
მათთვის, ვისაც არ აქვს საკუთარი ბიზნესის მართვის გამოცდილება ან ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, კერძოდ:
- კორპორაციულ იერარქიაში დასაქმებულთათვის, ვინც ფიქრობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას სამსახურის პარალელურად ან მისი დატოვების შემდეგ
- თვითდასაქმებულთათვის, ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი საქმიანობა ორგანიზებულ ბიზნესად აქციოს და განავითაროს
- დროებით უმუშევართათვის, ვინც ახალ სამსახურს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ამჯობინებს
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ვისაც სურს არჩევანი საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე შეაჩეროს
კურსის სტრუქტურა:
- ინდივიდუალური ქოუჩინგი: 1 საათი
- ჯგუფური ტრენინგი (Zoom): 10 საათი
- ინდივიდუალური მენტორინგი: 2 საათი
სულ საათების რაოდენობა: ინდივიდუალური 3, ჯგუფური 10
ჯგუფური ტრენინგების გრაფიკი:
28 მაისი, 4, 11, 19 ივნისი
19:00 – 21:30
ინდივიდუალური სესიები დაინიშნება მონაწილეებთან შეთანხმებით.
კურსის ღირებულება:
350 ლარი - ჯგუფური ტრენინგი (Zoom): 10 საათი + საჩუქრად 1 საათიანი ბიზნეს-კონსულტაცია ყველა მსურველს!
850 ლარი - სრული კურსი
სტუდენტებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება
თვალი ადევნე კურსის შესახებ სიახლეებს Facebook-ზე
სილაბუსი
1 ლექცია
ვინ არის ანტრეპრენერი?
- ანტრეპრენერის ფსიქოლოგიური პორტრეტი
- ფაქტორები, რომლებიც:
უბიძგებენ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ
აიძულებენ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის დაწყებას
აჩერებენ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისგან
- გავრცელებული მითები ანტრეპრენერების შესახებ
- წარმატებული ანტრეპრენერების დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
- Entrepreneur VS Wantrepreneur
გადაწყვეტილება – მე ანტრეპრენერი ვარ!
- ანტრეპრენერი VS მეწარმე
- რა თვისებებით განსხვავდებიან მფლობელი-მენეჯერები ანტრეპრენერებისგან?
- ახალი თაობის ლიდერი ანტრეპრენერების თვისებები
- სტარტაპფირმის 3 სახეობა
- რითი განსხვავდებიან ანტრეპრენერული ფირმები კონსერვატიული ფირმებისგან?
- ანტრეპრენერული ფირმების გავლენა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროგრესზე
- ვინ არის ინტრაპრენერი?
2 ლექცია
ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა და იდეების გენერირება
- რატომ არის მნიშვნელოვანი სტარტაპის დაფუძნება მაშინ, როცა იხსნება "შესაძლებლობის ფანჯარა"
- რა სხვაობაა შესაძლებლობასა და იდეას შორის
- 3 გზა ბიზნესშესაძლებლობის გამოსავლენად
- გარემო ფაქტორები და ტრენდები, რომლებიც განსაზღვრავენ ბიზნესშესაძლებლობას
- რატომ არ არის ყველა თანაბრად წარმატებული ბიზნესშესაძლებლობის გამოვლენაში?
- კრეატიული პროცესის 5 საფეხური ახალი იდეების გენერირებისთვის
- იდეების გენერირების ტექნიკა
როგორ მოვიძიოთ ფინანსები სტარტაპისთვის? როგორ გავყიდოთ?
- რატომ გვჭირდება ფინანსები ბიზნესის ადრეულ სტადიაზე?
- დაფინანსების მოძიების ალტერნატიული გზები
- თვითდაფინანსება? რა გზები არსებობს პირველადი დაფინანსების შესამცირებლად და შეუძლია თუ არა ბიზნესს აირიდოს/შეამციროს ხარჯების დიდი ნაწილი?
- სამი შეკითხვა, რომელზეც თავიდანვე უნდა გვქონდეს პასუხი:
- რამდენი გვჭირდება სინამდვილეში? 2. რა ტიპის დაფინანსებაა ყველაზე სწორი ჩვენი ბიზნესისთვის? 3. სტრატეგიის შემუშავება პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად
- რას ნიშნავს Elevator Speech და როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ბიზნესის იდეა 60 წამში?
- გაყიდვების 4P
3 ლექცია
რამდენად რეალური, განხორციელებადი და გონივრულია ჩვენი იდეა?
- რატომ არის მნიშვნელოვანი "ფიზიბილითი ანალიზი", როდის და რა მიზნით უნდა ჩატარდეს?
- "ფიზიბილითი ანალიზის" 4 ფორმა:
- პროდუქტის/მომსახურების
- სამიზნე ბაზრის
- ორგანიზაციული
- ფინანსური
- როგორ უნდა შევადგინოთ "ფიზიბილითი ანალიზი" და რა შემთხვევაში უნდა გადავიდეთ ბიზნესგეგმის დამუშავების სტადიაზე?
"ფიზიბილითი ანალიზიდან" ეფექტურ ბიზნესმოდელამდე
- რა არის ბიზნესმოდელი და რა მნიშვნელობა აქვს მას სტარტაპისთვის?
- მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზნესმოდელის მნიშვნელობა
- როგორ მივიდეთ ეფექტურ ბიზნესმოდელამდე ღირებულებათა ჯაჭვის გაანალიზების შედეგად?
- ბიზნესმოდელის მთავარი კომპონენტები
4 ლექცია
ინდუსტრიისა და კონკურენტული ანალიზები
- 5 კონკურენტული ძალა, რაც განსაზღვრავს ინდუსტრიის მომგებიანობას
- 5 ძალის მოდელი, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში ახალი ფირმის პოტენციური წარმატების დადგენაში დაგვეხმარება
- რამდენად მიმზიდველია ინდუსტრია, რომელშიც ვაპირებთ საქმიანობას
- ინდუსტრიული ტრენდების ანალიზი
- კონკურენტების ტიპები, მათი იდენტიფიცირება და ანალიზი
- SWOT-ანალიზი სტრატეგიული დაგეგმვისთვის
როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა?
- რისთვის და ვისთვის არის საჭირო ბიზნესგეგმა?
- ბიზნესგეგმის არაფინანსური ნაწილი
- ბიზნესგეგმის ფინანსური ნაწილი
- ბიზნესგეგმის შედგენის დროს დაშვებული ძირითადი შეცდომები
- ბიზნესგეგმის სტრუქტურა