Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. იმისათვის რომ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის ნაცვლად ისარგებლოს საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით, დღეიდან ისინი მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებასაც შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს. სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს.

"საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − ბილაინის, მაგთიკომისა და სილქნეტის გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ",- აცხადებენ ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!