Join our Waitlist for Expert Advice!

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და კოოპერატივი "ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი" -ს თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი მოხმარდა შენობის კეთილმოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და მიწის დამუშავებას. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, ბანკის მხრიდან 20 000 ლარი გამოიყო. კომბინატს 9-10 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. შავი მოცვი რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარია.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და "კოოპერატივი ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი" -ს პარტნიორობით ქალაქ ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში", -განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი