Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩაის პლანტაციები გაშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განარგძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით შპს "ოკრიბამ" ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა. აგრო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსებით კომპანიამ აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა და გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ შესაბამისი დაზგა დანადგარები შეიძინა, რომლებშიც ჩაის შრობა და დაფასოება ხდება. ჩაის გარდა აღნიშნული დანადგარებით ჩირის წარმოებაც არის შესაძლებელი. კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი"-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1,345,000 ლარი შეადგინა.

"საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი, ისტორიული მნიშვნელობის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ტყიბული და ზოგადად საქართველო ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებით და ეს კულტურის ნაწილი იყო. მოხარული ვართ რომ ტყიბულში ეს ტრადიცია გრძელდება და შპს ოკრიბამ შეიძინა 55 ჰა ჩაის პლანტაციები ტყიბულის რაიონში და მოახდინა ამ პლანტაციების რეაბილიტაცია. კომპანიამ ააშენა ქარხანა, აღჭურვა ის უახლესი დაზგა-დანადგარებით, დაიწყო ჩაის გადამუშავება და ახლა უკვე პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმის აღდგენაში",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!