Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს "სესხი დამწყები ბიზნესისთვის" წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის.

რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ონლაინ კურსები, რჩევები და შეხვედრები დარგის ექსპერტებისგან, ექსკლუზიური ბიზნეს-შეთავაზებები. ამასთან, პირველი 12 თვის განმავლობაში, მომხმარებელი შეღავათიანი ტარიფით შეძლებს ისარგებლოს ბიზნესპაკეტის ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ავტომატური გადახდები და გადარიცხვები, შეტყობინებები, ბიზნეს ინტერნეტბანკი, ციფრული ბარათი და სხვ.

ვრცლად აღნიშნული პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3F5kZt7

"საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი მათთვისაა, ვინც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას ახლა იწყებს. აღნიშნული პროდუქტით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომხმარებელს ბიზნესის საწყის ეტაპზე გამოწვევების გადალახვაში; მივცეთ მოტივაცია, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრები და მივაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია საქმიანობის გასავითარებლად. გარდა საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომისა, მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლობს უფასო სასწავლო კურსებით თუ ექსპერტული რჩევებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, საქართველოში არსებული გადასახადები, მარკეტინგული კვლევები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სხვ. ამ და სხვა პროექტებით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. გვჯერა, რომ მსგავსი სიახლეები დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ ახვლედიანმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!