SavvY Moore-თან კოლაბორაციით ბაზარს ფინანსური მართვის გამორჩეულ მომსახურებას - Floating CFO-ს სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
SavvY უკვე 9 წელია აქტიურად არის წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია პროექტებს ევროპულ ქვეყნებში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახორციელებს.
SavvY-ის მომსახურება რამდენიმე მიმართულებად იყოფა, ესენია: კვლევა და დაგეგმარება, დაფინანსების მოპოვება, ექსპორტის მხარდაჭერა, ფინანსური მართვა და სხვა.
ფინანსური მართვის კუთხით, SavvY-ს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარების (IFRS) დანერგვის პროცესში.
კერძო კომპანიებთან ახალ ფინანსურ სტანდარტებზე გადასვლის პარალელურად, SavvY, სხვადასხვა დონორულ პროექტებთან ერთად, აქტიურად ატარებდა ტრენინგებსა და ვორქშოპებს ფინანსური სტანდარტების დეფიციტური ცოდნის გავრცელების მიზნით. დღეის მდგომარეობით, ფინანსების სფეროში SavvY-ის გადამზადებული ჰყავს 21 000-მდე პროფესიონალი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur-ი SavvY-ის მმართველ პარტნიორს, მარიამ ქოიავას ესაუბრა.
რას მოიაზრებს Floating CFO მომსახურება?
Floating CFO კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, სტრუქტურაში სრულმასშტაბიანი ფინანსური დირექტორის რგოლი შექმნას. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა ფინანსებისა და ფინანსური ინფორმაციის მნიშვნელობის გაზრდასთან დაკავშირებით, კომპანიების დიდ ნაწილში ფინანსური მართვა ბუღალტერიასთანაა გაიგივებული. არ არის სწორად შეფასებული, თუ რა როლი უჭირავს თანამედროვე ბიზნესში დროულ და ხარისხიან ფინანსურ ინფორმაციას.
ეს, თავის მხრივ, კომპანიებს ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ხშირად ბიზნესი "მეხანძრის" რეჟიმში ოპერირებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ "მეხანძრის" როლის დიდი ხნით მორგება ძალიან დამღლელი შეიძლება იყოს.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ Floating CFO-ს მომსახურებაზე - რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის? ეს outsource-ის მსგავსია?
Floating CFO-ს ფარგლებში ჩვენი მიზანია კლიენტი კომპანიის მხარდაჭერა შემდეგი კრიტიკული მიმართულებებით:
ხარისხიანი და დროული ფინანსური რეპორტინგი;
ფინანსური რეპორტინგის სიღრმისეული ანალიტიკა - ტრენდებისა და კოეფიციენტების ანალიზი;
ფინანსური ბიუჯეტირება - როგორი შეიძლება იყოს კომპანიის ხვალინდელი დღე?
კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესება - ჭარბი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, კონსოლიდაციისა და ინვესტიციის აუცილებლობის წარმოჩენა და კომპანიის მხარდაჭერა.
ეს ყველა ზემოთ მოცემული ფუნქცია იდეალური ფინანსური დირექტორის მახასიათებელია, რომლის ერთ პიროვნებაში მოქცევა იშვიათი მოვლენაა. შესაბამისად, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიები დღეს მოკლებულნი არიან ამ კომპეტენციის ფუფუნებას.
თუმცა ეს ყოველივე 21-ე საუკუნეში უკვე დიდი ხანია წარმოადგენს არა ფუფუნებას, არამედ გადაუდებელ აუცილებლობას. ჩვენი სერვისის ფარგლებში კი კლიენტი კომპანია ხელმისაწვდომ, ხშირ შემთხვევაში დაქირავებული ფინანსური მენეჯერის ხელფასის შესაბამის, კომპლექსური გუნდის კომპეტენციას იღებს.
ჩვენი განსხვავებული მეთოდოლოგიის მიხედვით კი ყველა ეს კრიტიკული ფინანსური ფუნქცია Floating CFO-ს მომსახურებაშია თავმოყრილი.
რას გულისხმობს SavvY-სა და Moore-ის კოლაბორაცია?
SavvY ბუტიკურ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის კლიენტებს არ ვემსახურებით.
ამასთან, ხარისხიანი ფინანსური მართვის მომსახურების გაწევისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამართულ ბუღალტრულ მონაცემებს. გაუმართავ ბუღალტერიაზე ფინანსური მართვის დაშენების მცდელობა მყარი საძირკვლის გარეშე ცათამბჯენის შენებას ჰგავს, ის ხომ აუცილებლად ჩამოინგრევა.
Moore წარმოადგენს SavvY-ის სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტზე გვიმუშავია წარსულში და დარწმუნებულები ვართ ერთმანეთის კომპეტენციაში, ღირებულებებსა და ხარისხში. Floating CFO-ს მომსახურების ფარგლებში კი ჩვენი კოლაბორაცია უფრო მეტ კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ეს აუცილებელი მომსახურება მიიღოს.
როგორ უნდა მოგმართონ კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან Floating CFO მომსახურებით და რა პირობებს სთავაზობთ მათ?
ამ სერვისით სარგებლობა ყველა ზომის და სექტორის წარმომადგენელი ბიზნესისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. თუმცა მათი ბიზნესმოდელის მიხედვით, ინდივიდუალურად ხდება პირობების შეთავაზება.
შესაბამისად, დაინტერესებულ კომპანიებს ვურჩევთ, პირადად მოგვმართონ, როგორც SavvY-ის ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ასევე მეილზე, ან სოციალური ქსელების საშუალებით. კომპანიის მენეჯმენტთან გასაუბრებით და მცირე დიაგნოსტიკის შედეგად, ჩვენი გუნდი ინდივიდუალურ შეთავაზებას მოამზადებს.