"შეხვედრები დაგვეხმარა, რამდენიმე მიმართულებით განსხვავებულად დაგვეწყო ფიქრი" Agrolabs-ის დამფუძნებელი, მაიკლ ლაზარენკო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 ქართული სტარტაპი ამჟამად "სილიკონ ველიზე" იმყოფება. სტარტაპერები საინტერესო სესიებს, ტრენინგებსა და სემინარებს ესწრებიან, რათა ფინალური Demo Day Showcase-სთვის მოემზადონ და ინვესტორების წინაშე ჯეროვნად წარსდგნენ.
Entrepreneur-ს სურს გაგიზიაროთ სტარტაპ - Agrolabs-ის დამფუძნებლის, მაიკლ ლაზარენკოს შეფასება, ჩატარებული სესიებისა და შეხვედრების სერიის შესახებ, სადაც მან სასარგებლო გამოცდილება მიიღო და ახალი იურიდიული სტრატეგიის დანერგვის სამომავლო პერსპექტივები დაისახა.
"რეალურად, რამდენიმე მიმართულება განსაკუთრებით სასარგებლო იყო, რადგან დაგვეხმარა, განსხვავებულად დაგვეწყო ფიქრი. სწორედ ასეთი აღმოჩნდა იურიდიული სესია, რამაც მიგვახვედრა, რომ ჩვენ მიერ აქამდე გამოყენებული პრაქტიკა, მთლად ოპტიმალური და სწორი არ ყოფილა, განვითარების ჩვენს დონეზე მყოფი კომპანიისათვის. როცა დავბრუნდებით, ამ ახალ იურიდიულ სტრატეგიებს აუცილებლად დავნერგავთ, ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის. მარკეტინგის შეხვედრაც ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. ბევრი განსხვავებული აზრი დაფიქსირდა. მართლაც, რომ ძალიან საინტერესო იყო. ძირითადად, B2B გაყიდვებზე ვიყავი ორიენტირებული. ასეთი ტიპის გაყიდვების დროს, განსაკუთრებით ციფრული არხების შემთხვევაში, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მომხმარებლისადმი სწორ მიდგომას მიაგნო", - აცხადებს Agrolabs-ის დამფუძნებელი, მაიკლ ლაზარენკო.
პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.
Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.