Sony-მ Halo-სა და Destiny-ს შემქმნელი კომპანია - Bungie $3.6 მილიარდად შეიძინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია Sony-მ შეიძინა სტუდია Bungie, რომელმაც ვიდეო თამაშების სამყაროს ორი უდიდესი ფრანჩაიზი, Halo და Destiny შექმნა. ეს ნაბიჯი ნაწილობრივ კონსოლიდაცია და ვირტუალური ტერიტორიებისათვის გაჩაღებული "ომი" გახლავთ, ვინაიდან ვიდეო თამაშების შემდეგ თაობასა და Metaverse-ს შორის კონკურენცია, დღითიდღე ძლიერდება.
აღნიშნული გარიგება $3,6 მილიარდად შეფასდა. ვიდეო თამაშების სამყაროში გახმაურებული შერწყმის შემდეგ, რაც Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის $60 მილიარდად შეძენას უკავშირდებოდა, არანაკლებ ლეგენდარული Bungie-ს Sony-სთან გაერთიანებამ კომპანიების თაყვანისმცემლებში არაერთგვაროვანი ემოციები აღძრა.
Bungie-მ 90-იან წლებში დაიწყო საქმიანობა სტუდიის სახით. იგი ძირითადად Mac-ზე იყო ორიენტირებული და იმუქრებოდა, რომ Halo-თი შეცვლიდა ვიდეო თამაშების სამყაროში ძალთა ბალანსს. ეს უნდა ყოფილიყო მომენტი, როდესაც Apple სერიოზულად მოკიდებდა ხელს ვიდეო თამაშებს, რასაც თავად სტივ ჯობსიც კი განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა.
მოგვიანებით, Microsoft-მა გამოაცხადა, რომ Bungie-ს ყიდულობდა და Halo მისი ექსკლუზიური პროდუქტი ხდებოდა მისი ახალი Xbox კონსოლისთვის, რამაც როგორც ჩანს, Apple-ს ისე გაუცრუა იმედები, რომ კომპანიამ მთლიანად უარი თქვა ვიდეო თამაშებზე.
Halo გახდა Xbox-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანჩაიზი. თუმცა Bungie-ს ხელმძღვანელობას დამოუკიდებლად სურდა ოპერირების გაგრძელება, ორიგინალურ IP-ებს მოკიდა ხელი და Halo Microsoft-ს დაუტოვა. დამოუკიდებელმა Bungie-მ 2013 წელს წარადგინა Destiny, რომელიც უზარმაზარ ჰიტად იქცა, ხოლო 2017 წელს კომპანიამ თამაშის გაგრძელება გამოუშვა, რომელიც აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს.
შენაძენი აშკარად დიდი მონაპოვარია Sony-სთვის, რადგან კონკურენტი კომპანიები, რომლებიც კონსოლურ თამაშებზე არიან ორიენტირებულნი, მზად არიან ბრძოლის შემდეგი რაუნდისთვის. ვიდეო თამაშები, როგორც სერვისი, ან ე.წ. "ლაივსერვის" თამაშები, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ახალი მოდელი ინდუსტრიისთვის და Destiny 2 ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია. GaaS მოდელი MMO-სგან იღებს მაგალითს თამაშის გაყიდვით და მისი შემდგომი მონეტიზებით, როგორც ქონთენთის რეგულარული "სეზონებით", ისე ახალი ესთეტიკური განახლებებით და სხვა საშუალებებით.
Destiny 2-ის ბედი განწირულია, სავარაუდოდ, უკანასკნელ დღეებს ითვლის და ამიტომ ვარაუდობენ, რომ Destiny 3-ის შეძენა დროული იყო. Sony-ს ახალი თაობის თამაშებით შემოსავლის მიღების კარგ შესაძლებლობას აძლევს GaaS-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანჩაიზის ფლობა და მასთან დაკავშირებულ მულტიმედიაში ინვესტირება (Netflix შოუ ახლა გარდაუვალია). სავარაუდოდ Destiny 3 კროს-პლატფორმული იქნება, როგორც მისი წინამორბედი, მაგრამ არაფერი შეუშლის ხელს Sony-ს, უკეთესი გარიგება შესთავაზოს თავის სააბონენტო სერვისის ხელმომწერებს, რომლებიც როგორც ამბობენ, დიდ განახლებას მიიღებენ.
"დღეს, Bungie იწყებს ჩვენს გზას, ის უნდა გახდეს გლობალური მულტიმედიური გასართობი კომპანია", - დაწერა აღმასრულებელმა დირექტორმა პიტ პარსონსმა ბლოგპოსტში, როდესაც ამ გარიგების შესახებ გამოაცხადა, - "ჩვენს ბედს კვლავ ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, ჩვენი თამაშების დამოუკიდებლად გამოქვეყნებას და შემოქმედებით განვითარებას გავაგრძელებთ. ყველაზე სწრაფი ცვლილება, რომელსაც ნახავთ, ტალანტების დაქირავების დაჩქარება იქნება SIE-ს დახმარებით, რომ მთელმა სტუდიამ ჩვენს ამბიციურ ხედვას დაუჭიროს მხარი".
როგორც ახლახან IGN-ის ანგარიშში იყო წარმოდგენილი, ეს სავარაუდოდ კომპანიაში კულტურული საკითხების მოგვარების გაგრძელებას ნიშნავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ახალ IP-ზე მუშაობს და ამასთან ერთად, ფრანჩაიზის გაგრძელებაც იგეგმება. შესაძლოა, ამ დამოუკიდებლობამ და ახალმა რესურსებმა საკულტო ჰიტის Marathon-ის აღორძინებაც კი გამოიწვევს.