Spark Z - სტუდენტი ანტერპრენერების პრე-აქსელერაციის პროგრამა იწყება მორიგი შესაძლებლობა ევროკავშირის და თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორ სპარკისგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
24 მაისიდან სპარკი იწყებს 1,5 თვიან ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია სტუდენტური სტარტაპ იდეების მხარდაჭერა მათი სტარტაპების განხორციელებაში, რაც გულისხმობს - პროტოტიპის შექმნას, ბიზნეს მოდელის შემუშავებას, პოზიციონირების სტრატეგიის განსაზღვრას, ასევე საჭირო პარტნიორებთან ურთიერთობასა და დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერას პროგრამის პარტნიორებთან ერთად.
პრე-აქსელერაციის პროგრამა ორეტაპიანია. სტარტაპ ბუთქემფი, რომელზეც შერჩეული 15-20 გუნდი, თიბისი სტარტაპერის, უკრაინული ინოვაციური პარკის Unit City-ს და სპარკის პარტნიორი ექსპერტების დახმარებით, აქტიურ ტრენინგებსა და მენტორინგს გაივლიან. 2 კვირიანი მუშაობის შემდეგ, იდეის რეალისტურობით, პროდუქტად ქცევის სტრატეგიითა და წინასწარ დადგენილი სხვა კრიტერიუმებით, მოხდება რჩეული 5-7 გუნდის შერჩევა, რომლებიც სტარტაპის ზრდის ეტაპს გაივლიან.
პროქტი დასრულდება საჩვენებელი დემო დღით, სადაც წარმოდგენილი ფინალური პრეზენტაციებიდან გამარჯვებულ გუნდს სპარკი, პარტნიორი ორგანიზაციებისგან შემდგარ ჟურისთან ერთად გამოავლენს.
გამარჯვებულ გუნდს პარტნიორები გადასცემენ პრიზებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მიიღებენ სტარტაპის რეალურად განხორციელებაში მხარდაჭერას ეკოსისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებისგან, ასევე მხარდაჭერას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 15 000 ₾-იანი საგრანტო პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
პროექტ Spark Z-ის მიზანია, ახალგაზრდა ანტერპრენერების მხარდაჭერა განახორციელონ თავიანთი იდეები სტუდენტურ საფეხურზევე და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნის პროცესში.
Spark Z-ის პარტნიორები არიან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), TBC სტრარტაპერი, გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი "ლურჯი ოკეანე". მენტორინგის მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფს უკრაინული ინოვაციების პარკი Unit City.
თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი სპარკი, პრე-აქსელერაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტების 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა, 50-ზე მეტი სტარტაპ იდეამ გაიარა პროცესი და 15-ზე მეტი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
Spark Z- ში მონაწილეობის მსურველებს 22 მაისამდე შეუძლიათ რეგისტრაცია, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3tVzvhf