Get All Access for $5/mo

Startup World Cup რეგიონალური გამარჯვებულის გამოსავლენად ემზადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

30 ივლისს, Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ.

სტარტაპებისთვის რეგისტრაცია 24 ივლისს დასრულდა. 12 დღის განმავლობაში, აპლიკაცია 60-ზე მეტმა მონაწილემ შეავსო და საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 20 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადავიდა და 28 ივლისს, ნახევარ-ფინალში შეეჯიბრება ერთმანეთს.

27 ივლისს, შერჩეული 20 სტარტაპი მოსამზადებელ ეტაპს Pegasus Tech Venture-ის პარტნიორთან, ბილ რაიქერთთან გაივლის, აღნიშნული მენტორშიფ სესიის სპონსორია კომპანია "სილქნეტი", რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება სტარტაპებს ფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.

28 ივლისს, გაიმართება ნახევარ-ფინალი, 30 ივლისს კი, გამოვლინდება რეგიონალური გამარჯვებული, ათი ფინალისტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე პირდაპირ ეთერში წარადგენს საკუთარ სტარტაპს.

ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სტარტაპების ფიჩინგის გარდა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაერთ წამყვან სპიკერს მოუსმინონ, დაესწრონ ვირტუალურ გამოფენას და მიიღონ უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

შეგახსენებთ, რომ Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველოში Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერთან" ერთად ახორციელებს. სტარტაპ შეჯიბრის გენერალური სპონსორია აჭარაბეთი.

გამარჯვებული სტარტაპი SWC-ის ფინალზე კალიფორნიაში გამემგზავრება და 1,000.000$-სთვის იბრძოლებს.

დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!