Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თამარ ბოსიკაშვილი Amazon Web Services-ის Most Disruptive ჯილდოს გამარჯვებული გახდა | ქალები ტექნოლოგიებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი, ორი ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, თამარ ბოსიკაშვილი, Amazon Web Services-ის Most Disruptive ჯილდოს მფლობელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის 3,000-ზე მეტ ნომინანტს შორის გახდა. ამ გამარჯვებით, თამარ ბოსიკაშვილი Women in Tech®- Global Movement Awards-ის ფინალისტი სტატუსი მოიპოვა და გაემგზავრება საბოლოო კონკურსზე, რომელიც დუბაიში, 2023 წლის 16 ნოემბერს გაიმართება. დუბაიში, გლობალურად, თითოეულ კატეგორიაში 8 გამარჯვებული შეირჩევა. Women in Tech®-Global Movement Awards არის მსოფლიო დონის ორგანიზაცია, რომელიც აძლიერებს ქალების როლს ტექნოლოგიებში. აღნიშნულ საერთაშორისო პროექტს დაესწრებიან ქალები 7 რეგიონიდან, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში პირველობისთვის იბრძოლებენ.

როგორ მოხვდა თამარ ბოსიკაშვილი ტექნოლოგიების სფეროში, რას ურჩევს იმ ქალებს, ვისაც ტექნოლოგიებში საკუთარი თავის გამოცდა სურთ და როგორია მისი სამომავლო გეგმები? - ამ საკითხებზე Entrepreneur თამარ ბოსიკაშვილს ესაუბრა.

თამარ, გთხოვთ, პირველ რიგში, მოგვიყვეთ მეტი თქვენი ბექგრაუნდის შესახებ - რა სფეროში საქმიანობთ ამჟამად და ზოგადად, რა გამოცდილება გაქვთ ტექნოლოგიების სფეროში?

ჩემი ტექნოლოგიური ცხოვრება დაიწყო უნივერსიტეტის პირველი კურსიდან და 20 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ. ტექნოლოგიებისადმი მიდრეკილება და სიყვარული ბავშობიდანვე გამიღრმავდა, მამაჩემი მეცნიერია და მთელი ცხოვრება წამყვან უცხოურ კომპნიებთან თანამშრომლობდა და ვხედავდი რამნდენად იყო ტექნოლოგიებში ჩაფლული, ის ეხლაც არის ჩემიე.წ. role-mode.l

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კონკურსით, მუშაობა დავიწყე ეროვნულ ბანკში JAVA დეველოპერის პოზიციაზე და შემდეგ განვაგრძე მუშაობა სხვადასხვა კომპანიაში სხავდასხვა მიმართულებით, როგორიცაა: ფინანსური სფერო, ბილინგი და გადახდები, გემბლინგი და ბიტკოინები, სამედიცინო აპარატურული/პროგრამული უზრუნველყოფა და სტანდარტები, სოციალური ქსელები და სხვა. სხვადასხვა დროს მიმუშავია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად, ტექნიკურ დირექტორად, დირექტორად, მონაცემთა მეცნიერად და სხვა. მდროდადრო ვკითხულობ ლექციებს ინჟინერიის დარგში. ამჟამად ვარ ორი ტექნოლოგიური სტარტაპის, Aisitec და BiteriumAI, თანადამფუძნებელი.

რა სფეროებს ეხება თქვენი სტარტაპები?

Aisitec არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უკვე 7 წელია ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. გვყავს რამდენიმე მსხვილი და ძლიერი პარტნიორი. Aisitec სხვადასხვა მიმართულებით პოზიციონირებს, მთავარი ფლაგმანი მიმართულება არის კვალიფიციური ხელმოწერებისა და შტამპის სერვისები და მრავალფუნქციური HR ადმინისტრირების სისტემა, რომელიც ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციას ისეთი HR პროცესების გაციფრულებას სთავაზობს როგორიცაა: Payroll, ელ. დოკუმენტბრუნვა, მრავალდონიანი ვიზირება, დროის მართვის პანელი, თანამშრომლების მუშაობის შეფასება, ანგარიშგება & ანალიტიკა და სხვა.

BiteriumAI ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპ კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დავაარსეთ. ჩვენი აპლიკაცია ეხმარება ადამიანებს, აკონტროლონ ჯანმრთელობა, თავიდან აიცილონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიიღონ პერსონალიზებული რეკომენდაციები და დარჩნენ ჯანმრთელნი. მოკლედ რომ ვთქვათ, გვერდით ჰყავდეთ ციფრული ექთანი.

უშუალოდ, კონკურსს რომ შევეხოთ - რა იყო ის ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეგაფასეს და მოიპოვეთ Amazon Web Services-ის Most Disruptive ჯილდო?

ვფიქრობ, ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ის, თუ რამდენად ღრმად არის აპლიკანტი გაცნობიერებული ტექნოლოგიებში. ამასთან, ჩემი აზრით, ყურადღება მიაქციეს, თუ რამდენად აქტიურად მიჰყვება სიახლეებსა და გამოწვევებს და რაც მთავარია, მისი საქმიანობით რამდენად ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი სიტყვის თქმას ტექნოლოგიებში.

რა მნიშვნელობისაა თქვენთვის ეს აღიარება და ელოდით თუ არა გამარჯვებას?

სიმართლე ვთქვა გამარჯვებაზე არც მიფიქრია, თუმცა ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პასუხისმგებლობას ორმაგად და სამმაგად გიმატებს, ტექნოლოგიების გამოწვევებსა და სირთულეებს უფრო მოტივირებული და ხალისით უყურებ. ასევე ასეთი ჯილდოები არის ყველა იმ ქალის მოტივატორი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ტექნოლოგიების გაყოლა სხვადასხვა არსებული ბარიერების გამო.

როგორც ქალი ტექნოლოგიებში, რა ტიპის გამოწვევებს შეხვედრილხართ თქვენი კარიერის ფარგლებში?

ტექნოლოგიებში გამოწვევები არის საერთო, აქ არ არსებობს ქალი და კაცი, სირთულე ყველგანაა და თან ორივე მხარეს ერთნაირად.

თუმცა, ერთადერთი გამოწვევა შეიძლება იყოს დრო და დამოკიდებულებები: ქალი ოჯახშიც უნდა იყოს ქალი და დედა, მოსიყვარულე ცოლი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი მშობელი, რაც ნამდვილად რთულია და ბევრ დროს მოითხოვს. ამას ემატება ის, რომ ჯერ კიდევ მაინც არსებობს მენტალური ბარიერები - "ქალი ტექნოლოგიებში".

თქვენი აზრით, რა ტიპის ინიციატივებია საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ქალთა როლი ტექნოლოგიებში?

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები და ღონისძიებები, ტექნოლოებში რაც მეტ წარმატებულ ახალ სახეს გამოავლენენ, მით მეტად იქნება ქალებისთვის ეს მოტივატორი გადაწყვეტილების მისაღებად - რომ ტექნოლოგიებში დაიწყონ მუშაობა. შესაბამისად, ქალის როლიც ნელ-ნელა გაიზრდება.

რას ურჩევთ იმ ქალებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, გამოსცადოს თუ არა საკუთარი თავი ტექნოლოგიებში და არ ჰქოფნის შესაბამისი გამბედაობა?

აუცილებლად სჭირდებათ ტექნოლოგიური ცოდნა, განათლება, შრომისმოყვარეობა, მონდომება. მაგრამ ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი - საკუთარ თავში რწმენა და სირთულეებისადმი მზად ყოფნა.

...და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? როგორც მოკლევადიანი, ისე - გრძელვადიანი?

გვაქვს ამბიცია, რომ Aisitec-ი ქართულ ბაზარზე გახდეს წამყვანი კომპანია და ნებისმიერი ზომის ორგანიზაციას საქართველოში, შევთავაზოთ სანდო, ძლიერი, მრავალფუნქციური და მარტივი HR ადმინისტრირების პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს, ჩამოაყალიბოს სწორი ბიზნეს პროცესები და შექმნას ჯანსაღი ადამიანური კაპიტალის ეკოსისტემა მათ ორგანიზაციებში.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი კი რეგიონში და ევროპულ ბაზარზე გასვლაა, რასაც 2024 წლის მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ.

ჩვენი მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე Aisitec-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს, არის Validate.ge - ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპების ვალიდაციის სერვისი, რომელიც საქართველოში უნიკალურია. ასევე, ჩვენი ტექნოლოგია ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, წუთში 1,000+ მეტ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპი დაადონ, რასაც საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული იურიდიული ძალა აქვს და შესაბამისად, ითვლება ოფიციალურ გაუყალბებელ დოკუმენტად. ასევე, ვაპირებთ ამ პროდუქტების უფრო აქტიურად გავრცელებას ქვეყანაში.

BiteriumAI კომპანიის მთავარი მიზანი წელს ოფიციალური სამედიცინო მტკიცებულების მიღებაა, რომ სისტემას ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ასევე, ვგეგმავთ დაფინანსების მოძიებას სისტემის ფუნქციონალურად გაფართოებისთვისა და პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანისთვის. სწორედ ამჟამად ვიმყოფებით იაპონიაში სხვადასხვა კომპანიებთან ჩვენი სისტემის გასაცნობად და დასაინტერესებლად.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!