Tesla-მ მოკლე შორტები გამოუშვა ფასი: $69.42
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილონ მასკმა მორიგი დაპირება აასრულა, ოღონდ ეს არც ტურისტული მოგზაურობაა კოსმოსში და არც მარსზე ადამიანების გადაცხოვრება. ილონმა შედარებით მიწიერი დაპირება შეასრულა და Tesla-ს ბრენდის ქვეშ Tesla Tequila-ს შემდეგ მოკლე შორტებიც გამოუშვა.
აი ამ დაპირებით დაიწყო ყველაფერი:
Tesla will make fabulous short shorts in radiant red satin with gold trim
— Elon Musk (@elonmusk) July 2, 2020
და ასე გაგრძელდა:
შორტების ფასი $69.42 არის და არაერთმა ადამიანმა უკვე შეუკვეთა და მიიღო კიდეც. ოფიციალურად მის შეძენას ჯერ-ჯერობით ვეღარ შეძლებთ, ვინაიდან რეკორდულ დროში მთლიანად ამოიყიდა, თუმცა შეგიძლიათ გადამყიდველებისგან შეიძინოთ ebay-ზე, სადაც ფასი $200-დან იწყება.
ერთ-ერთ ბედნიერ ადამიანს ორივე შეუძენია შორტებიც და Tesla Tequila-ც. სავარაუდოდ მილიონერი გახდება ცოტა ხანში, თუ უკვე არ არის :)