Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თიბისი ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის წესში ცვლილებებს ეხმაურება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად, გადახდისუნარიან მოსახლეობას სესხის აღება გაუმარტივდება, გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.

ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა უფრო მოქნილი ხდება, მათთან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება მსესხებლის რისკიანობა შიდა პროცედურებით შეაფასოს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები თვიდასაქმებული/დაქირავებით მომუშავე მსესხებლებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით. ასეთ მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება მარტივად და სწრაფად ისარგებლონ სესხით, დამატებითი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთი ტიპის სესხებზე 15 წლიდან 20 წლამდე და, ასევე, შემსუბუქდა მიდგომები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით. მაგალითად, იმ მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი საზღვარგარეთიდან აქვთ, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ. მნიშვნელოვანია ის, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან," - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!