Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. "'Friends and Family" რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.

თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.

"უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ," - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2020 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ", - სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:

წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს:

  • მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები;
  • ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები;
  • ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები);
  • სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!