Black Friday Sale! 50% Off All Access

''თიბისიმ'' ბიზნესებისთვის ახალი ბარათი – VISA Platinum გამოუშვა VISA Business Platinum კლიენტს გადახდის პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

"თიბისი ბანკი" მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ბანკმა ახალი ბარათი – VISA Business Platinum გამოუშვა. ბარათის პრეზენტაცია 3 დეკემბერს Garden Hall-ში გაიმართა.

VISA Business Platinum კლიენტს გადახდის პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმარტივებს. ასევე, აღრიცხვიანობას საქმიანი მივლინებებისა თუ ბიზნესგარიგებების დროს.

ბარათის მფლობელი VISA Platinum-კლუბის ყველა უპირატესობით ისარგებლებს. ბარათი განკუთვნილია რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის და მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე გაიცემა.

Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები შემდეგი პრივილეგიებით ისარგებლებენ:

  • CashBack-ი და ფასდაკლებები ბიზნეს პლატინის ადგილობრივ პარტნიორ ობიექტებში;
  • VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებები, რომელიც Visa Business Platinum-ტიპის ბარათის მფლობელთათვისაა განკუთვნილი;
  • აეროპორტების ლაუნჯები. მათ შორის, წელიწადში 2 ვიზიტი უფასოდ;
  • სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს საჩუქრად გადაეცემათ;
  • განსაკუთრებული მომსახურება, რომლითაც Visa Business Platinum-ბარათის იმ მფლობელს შეუძლია ისარგებლოს, რომელიც ბიზნესბანკირის მომსახურებით არ სარგებლობს.
  • ოვერდრაფტის დაშვება. VISA Business Platinum-ბარათებზე შესაძლებელია დაიშვას ოვერდრაფტი, რომლის ლიმიტსა და ვადას კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე SME-დაკრედიტების განყოფილება განსაზღვრავს.

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომ ბიზნესმა კარგად იგრძნოს თავი ჩვენთან ურთიერთობისას და მას პროცესები მაქსიმალურად გავუმარტივოთ. განსაკუთრებით, ახლად შექმნილ ბიზნესს, რათა მათ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ ბანკთან ურთიერთობის საკითხებზე და მეტი დრო დაუთმონ საკუთარი საქმიანობის მართვას", – განაცხადა "თიბისი ბანკის" ვიცეპრეზიდენტმა ნიკა ქურდიანმა.

Visa Business Platinum-ბარათის წარდგენაზე იმყოფებოდა VISA-ს წარმომადგენელი კრისტინა დოროში. მან დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა: "ინტერნეტსივრცეში დღეს 47 მილიარდი ვებგვერდი იძებნება. აქედან 1/3 ელექტრონულ კომერციას ეწევა. მათ კი მხარდაჭერა სჭირდებათ. თანამედროვე ბიზნესმენებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ საგადამხდელო პროცესებთან. "თიბისი" სწორად მიხვდა ამ საჭიროებას და მას შესაბამისად უპასუხა: შექმნა სპეციალური პროდუქტი, რომელიც ბიზნესს ბანკთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის. ეს ნაბიჯი არაა გასაკვირი, რადგან საერთაშორისო გამოცემა The Banker-მა 2019 წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში სწორედ "თიბისი ბანკი" დაასახელა".

VISA Business Platinum-ის აღება დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ვებგვერდისა და ინტერნეტ ბანკის საშუალებით შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი