Get All Access for $5/mo

თიბისის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცრიკიძის ინტერვიუ საერთაშორისო ფინტექ გამოცემა FT Partners-ში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FT Partners-მა სტატიების სერიებში მიმდინარე გამოცემის მთავარი ინტერვიუ თიბისის გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ჩაწერა. FT Partner ბლუმბერგისა და The Fintech Finance-ის მიერ აღიარებული პირველი საინვესტიციო ბანკია ფინტექ მიმართულებით, რომელსაც თიბისის გაციფრულების და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი არ გამორჩენია.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ FT Partner-თან ინტერვიუში იმ არაერთ წარმატებასა და გამოწვევაზე ისაუბრა, რომელსაც თიბისიმ ტექნოლოგიების მხრივ წლების განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც მიაღწია. თიბისი, რომლის მისიაც მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა, უკვე წლებია, აქტიურად ნერგავს ახალ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს. ის უკვე იქცა რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელსაც ბაზარზე შემოაქვს ინოვაციები და ზრუნავს IT სფეროს განვითარებაზე.

თიბისიმ ინოვაციური საბანკო სისტემის დანერგვა, ქვეყნის გარეთ, უზბეკეთში დაიწყო. თიბისი UZ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზე დაყრდნობით შეიქმნა და მომხმარებელს მობილური აპლიკაციის მეშვეობით სთავაზობს საცალო საბანკო მომსახურებას,

"დაახლოებით 35 მილიონიანი მოსახლეობით, დაბალი საცალო სესხებით და სმარტფონის გამოყენების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით, უზბეკეთი იდეალური ადგილი აღმოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი საქმიანობის გასაფართოებლად" - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე ინტერვიუში.

გუნდის აქტიურმა ძალისხმევამ და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტების მიწოდებამ, აპლიკაციის მოხმარების რიცხვის დინამიური ზრდა გამოიწვია.

თიბისი უზბეკეთი გლობალურმა ფინანსურმა გამოცემამ The Global Economics-მა 2021 წელს უზბეკეთში საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.

ტრადიციული საბანკო მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდებოდა. ზუსტად ამიტომ, პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი შეიქმნა. სფეისი ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალის და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. თიბისი გენერალური დირექტორის თქმით, სფეისის წარმატება მეტწილად გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი, რადგან ახალი პლატფორმის შექმნისას და დანერგვისას, თიბისიმ ზუსტად განსაზღვრა, თუ რა საჭიროებები და მოლოდინები ჰქონდა მომხმარებელს ციფრული ბანკისგან და რა გამოცდილების მიღება სურდათ მათ. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების კომფორტზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

"საერთო ღირებულებებმა, ძლიერმა გუნდურობამ და მკაფიო მიზნებმა შეგვაძლებინა ბევრი დაბრკოლების დაძლევა, რამაც ჩამოგვაყალიბა და გვაქცია ქვეყანაში ყველაზე დიდ საბანკო ინსტიტუტად" - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე FT Partner-თან ინტერვიუში.

სრული ინტერვიუ- DocSend

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!