Get All Access for $5/mo

TIDA-ს ფარგლებში მონაცემთა ანალიტიკის შესახებ ონლაინ სესიები გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია იწყება. პირველი ასეთი ონლაინ შეხვედრა მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის 2 და 3 თებერვალს, Zoom-ში გაიმართება და მას თიბისის ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტის ლიდერი, მარიამ ლელაშვილი გაუძღვება.

ორი დღის განმავლობაში, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება შემდეგ თემებზე მიიღოს ინფორმაცია: "პრეზენტაციის მოსამზადებლად აუცილებელი ნაბიჯები"; "როგორ ვაქციოთ მშრალი მონაცემები საინტერესო ამბად". თეორიული ნაწილის გარდა, სესიის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები.

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ - https://forms.gle/GcJAKDx3oTn7DdtZ6 , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!