Join our Waitlist for Expert Advice!

Touch Digital Summit 20: გლობალურმა კომპანიებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის გაციფრულების შესაძლებლობები წარადგინეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

20-29 ნოემბერს, ტექნოლოგიურმა კონფერენციამ Touch - Digital Summit ონლაინ, გააერთიანა ბიზნესის მფლობელები, დეველოპერები, მარკეტერები და სტარტაპები, 10 დღიანი საჯარო გამოსვლების, ვორქშოფების, დისკუსიებისა და ნეთვოქრინგისთვის.

დამსწრეებს, 20-ზე მეტი ქვეყნის, 55-ზე მეტმა სპიკერმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გაუზიარა: UX / UI დიზაინი, Customer Experience (მომხმარებლის გამოცდილება), ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, ტექნოლოგები, ელექტრონული კომერცია, მოდა, ციფრული მარკეტინგი, მეწარმეობა, კულტურა და სხვა. კონფერენციის ძირითადი თემები ეხებოდა ცვლილებებს, ბიზნესებს რომლებიც ახდენენ ზეგავლენას, მდგრადობას და ღია ინოვაციებს, სამიტის ძირითად მიზანს საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შთაგონების შემოტანა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება წარმოადგენდა.

ორი ვიქენდის განმავლობაში დამსწრეებს წვდომა ჰქონდათ ექსკლუზიურ კონტენტზე, მათ შორის: VIRTUE-ს პროექტზე- TeAR down this Wall, პირველებმა შეიტყვეს Billie Eilish-ის ინტერვიუს შესახებ, რომლის პრემიერაც კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა, AppsFlyer-ისგან მოისმინეს მიმოხილვა მობილურ აკლიკაციებში რეკლამირების დისტრიბუციის შესახებ, აღმოაჩინეს ინოვაციები მოდის ინდუსტრიაში; მოისმინეს DeviantArt -ის დაარსების ისტორია მისი თანადამფუძნებლისგან, მიიღეს საიდუმლო რჩევები მოძრავი დიზაინის შესახებ მსოფლიოს წამყვანი პროდუქტის დიზაინერისგან; Typeform-თან ისაუბრეს ბრენდინგის შესახებ და გაეცვნენ გაყიდვების გაზრდის საუკეთესო CRM მეთოდებს HubSpot-ისგან და სხვა მრავალი.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ სხვა გლობალური კომპანიები, როგორებიცაა Salesforce, MagicLeap, Rotten Tomatoes, Sylvain Labs, VIRTUE (Creative Agency by Vice), Deloitte, Dalton Maag, Omnitron Sensors, Pipedrive, Outfit7, Aligned Research Group, STR8FWD Communications, Cision, Printful, LOOQME, Sabia Studio და ა.შ.
დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ სპიკერებისთვის დაესვათ კითხვები და სამიტის განმავლობაში ღონისძიებისთვის გამოყენებული პლატფორმის მეშვეობით დაკავშირებოდნენ სხვა დამსწრეებსა და სპიკერებს.

კონფერენციის განმავლობაში, დამსწრეებს ასევე საშუალება ჰქონდათ კონსულტაცია მიეღოთ Touch - Digital Summit-ის პარტნიორი, Aligned Research Group -ის წარმომადგენლებისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბიზნესებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროდუქტების, cloud ტექნოლოგიისა და კიბერუსაფრთხოების პროგრამების მეშვეობით.

Touch Digital Summit-ის მხარდამჭერები - Onesoul, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Bank of Georgia Business, Aligned Research Group, Emerging Europe, Cision (International Information Partner), Entrepreneur Georgia და კომუნიკაციის სხვა პარტნიორები.

Touch-ის Facebook გვერდზე საშუალება გეძლევათ უყუროთ ღონისძიებიდან რამდენიმე საინტერესო გამოსვლას და გადახედოთ კონფერენციის მიმოხილვებს. გამოიწერეთ სიახლეები ვებ-გვერდიდან touch.ge და მიიღეთ ექსკლუზიური წვდომა ღონისძიების კონტენტზე.

Touch-ის შესახებ

Touch კონსულტაციას უწევს კომპანიებს ბიზნესის ტრანსფორმაციის, გაციფრულების და ახალ ბაზრებზე მასშტაბირების დარგში; საერთაშორისო ქსელის მეშვეობით კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში და უზრუნველყოფს ქვეყანაში მსხვილი უცხოური კომპანიებისა და ინვესტიციების მოზიდვას. 2016 წელს, დაარსებიდან მოყოლებული Touch განაგრძობს ზრდას და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ციფრული ბიზნესებისთვის ღირებულებების შექმნას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ