Get All Access for $5/mo

ციფრული ხელსაწყოები დისტანციურად მუშაობის პროცესის გასამარტივებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება ცხოვრების სტილი და სამუშაოსადმი დამოკიდებულება. პანდემიამდელ სამყაროში აქტიურად განიხილებოდა ორგანიზაციების ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მომავალი შესაძლებლობა. ეს ვარაუდი Covid19-ის პანდემიის დროს რეალობად იქცა.

ექსპერტები მიიჩნევენ, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე იძულებით გადასვლის შედეგად ორგანიზაციებისა და ციფრული სამყაროს ასიმილაციის პროცესი რამდენიმე წლით დაჩქარდა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ კომპანიების ნაწილი ჰიბრიდული რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასარიდებლად საჭიროა სწორი მენეჯმენტის განხორციელება და ეფექტური საკომუნიკაციო არხების იმპლემენტაცია.

თუ გსურთ, გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა და თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართულობა, ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის გუნდი რამდენიმე ციფრულ ხელსაწყოს გირჩევთ:

Trello vs Monday

Trello და Monday პლატფორმები შექმნილია მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტებისთვის. თითოეული მათგანი შესაძლებლობას გაძლევთ, დეტალურად დაგეგმოთ პროექტის ეტაპები და გუნდის წევრებზე გადაანაწილოთ შესასრულებელი დავალებები.

ორივე პლატფორმას აქვს დედლაინის მითითების და პროექტის სტატუსის აღნიშვნის ფუნქცია.

Trello შესაძლებლობას გაძლევთ, შექმნათ უსასრულო რააოდენობის დაფები, ბარათები, სხვადასხვა არხები. ნავიგაციის გამარტივების მიზნით, უმჯობესია პლატფორმის გამოყენება 5-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდისთვის.

Monday არ გზღუდავთ რაოდენობაში. აქ შესაძლებელია გუნდის პროგრესისა და თითოეული წევრის მიერ შესრულებული დავალებისთვის თვალის დევნება, ინდივიდუალური სივრცის შექმნა, რომელიც ნავიგაციის პროცესს ამარტივებს.

Trello-სგან განსხვავებით, Monday-ს აქვს გუნდის პროგრესის ანალიზის ფუნქციაც.

Monday-ზე რეგისტრაციის შემდეგ პლატფორმის მოხმარება უფასოდ მხოლოდ 14 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი. ორკვირიანი საცდელი პერიოდის შემდეგ კი საჭიროა ბაზისური ან პრემიუმ შეთავაზებით სარგებლობა.

Monday-სგან განსხვავებით, Trello სრულიად უფასოა.

Slack vs Microsoft Teams

Slack და Microsoft Teams საკომუნიკაციო არხებია, რომლებიც თანამშრომლებთან კომუნიკაციის პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა.

Microsoft Teams-ის ბაზისური გეგმის ყველა შეთავაზება სრულიად უფასოა. Slack-ის შემთხვევაში კი ეს გეგმა 10 000 შეტყობინებას გულისხმობს, ლიმიტის გადაჭარბების შემდეგ კი ჩატის ისტორია იშლება.

ორივე პლატფორმის უფასო შეთავაზება შესაძლებლობას გაძლევთ, განახორციელოთ ულიმიტო ზარები. თუმცა, ვირტუალურ შეხვედრებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. Slack-ის ვიდეო ზარში ჩართულ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 15-ია, Microsoft Teams-ის შემთხვევაში კი - 250.

Microsoft Teams-ის უფასო ვერსია 300 თანამშრომლისთვის არის განკუთვნილი. თითოეულ რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს წვდომა 1 GB პერსონალურ Cloud Storage-ზე. ასევე, პლატფორმას აქვს სამი ფასიანი ბიზნეს გეგმა: Microsoft 365 Business Essentials, Microsoft 365 Business Standard, Microsoft 365 E3.

Microsoft 365 Business Essentials გთავაზობთ 500 000-ზე მეტი თანამშრომლის ინტეგრაციის შესაძლებლობას და მისი ღირებულება თანამშრომელზე თვეში 5$-ია.

Microsoft 365 Business Standard-ის გეგმა გულისხმობს Microsoft 365-ის ყველა ვებ ვერსიაზე წვდომას, 1TB მეხსიერების მქონე Cloud Storage-ს და დამატებით 50 GB ელექტრონული ფოსტის მეხსიერებას. ღირებულება თითოეულ თანამშრომელზე თვეში 12$-ს უტოლდება.

Microsoft 365 E3-ი ყველა ბაზისური შეთავაზების ფუნქციას აერთიანებს. დამატებით კი Microsoft 365-ის დესკტოპის აპლიკაციებს, პერსონალურ ფოსტის მისამართებს გთავაზობთ.

Slack-ს აქვს ორი ტიპის შეთავაზება: Slack Standard და Slack Plus.

Slack Standard-ის ღირებულება თითოეულ მომხმარებელზე არის 6.67$. გეგმა ყველა ბაზისური შეთავაზების ფუნქციებს აერთიანებს და ულიმიტო შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, გთავაზობთ ინდივიდუალური ფოსტის მისამართების შექმნასა და ულიმიტო ციფრული ხელსაწყოების ინტეგრაციას.

Slack Plus შეთავაზება დამატებით თითოეულ მომხმარებელზე 20GB მეხსიერებას გთავაზობთ. ღირებულება კი თანამშრომელზე 12.50$-ია.

Google Meet vs Zoom

Google Meet და Zoom ონლაინ ზარებისთვის შექმნილი პლატფორმებია, რომლებიც თანამშრომლებთან ყოველკვირეული შეხვედრის პროცესებს ამარტივებს. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც დესკტოპის აპლიკაციების და ნებისმიერი ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით, ასევე მობილური ტელეფონითაც.

ორივე ციფრული ხელსაწყო უფასოა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვთ. უფასო შეთავაზების შემთხვევაში, Google Meet-ის შეხვედრის ხანგრძლივობა 60 წუთია, Zoom-ის კი 40 წუთი.

უფასო ვერსიის შემთხვევაში, Google Meet-ი და Zoom-ის შეხვედრაზე მონაწილეთა რაოდენობა 100-ს უტოლდება.

ეს ციფრული ხელსაწყოები ვირტუალურ სამყაროში ორგანიზაციული კულტურის იმპლემენტაციასა და თანამშრომლების სამუშაოთი კმაყოფილების შენარჩუნების შესაძლებლობას განაპირობებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე