Black Friday Sale! 50% Off All Access

უმსხვილესი პროექტი "ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში" BTU-ს და ევროკავშირის წარმომადგენლობის პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი საქართველოში, რომელიც ქალთა ტექნოლოგიების სფეროში გასაძლიერებლად ხორციელდება, მონაწილეთა გადამზადებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინიციატივას, ახალი დამსაქმებელი კომპანიები შემოუერთდნენ. პროექტი პროექტი ღიაა ყველა პოტენციური პარტნიორისთვის, რომელიც მზად არის დაასაქმოს მონაწილეები ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 1100 ქალის ტექნოლოგიების სხვადასხვა მოდულში გადამზადებას და 320 მენტორის ჩართვას ისახავს მიზნად. ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში ხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. ბენეფიციარების შერჩევა და გადამზადება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მონაწილეთა გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყო და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორია ჩართული.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მსურველი პარტნიორების/დამსაქმებელი კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს