Get All Access for $5/mo

VR გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის BTU-ს ახალ ტექლაბში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

VR გადაწყვეტილებები ბიზნესში, მათი გამოყენების შესაძლებობები და პერსპექტივა - ეს ერთ-ერთია იმ მიმართულებებს შორის, რომელზეც ბენეფიციარები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახსნილი ტექლაბის ფარგლებში იმუშავებენ. ტექლაბი "ინდუსტრია 4.0." ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა და ბიზნესში მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე იმუშავებს. ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და სრული დაფინანსებით განხორციელდება.

VR გადაწყვეტილებების პარალელურად, ლაბი ბენეფიციარებს საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდის შემდეგ მიმართულებებზე: Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალუზიაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა ტექნოლოგიების საჭიროება ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში. მათ შორის განსაკუთრებით VR ტექნოლოგიები გააქტიურდა.

"ტექლაბში ტრენინგები უკვე იწყება და ის მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს ბიზნესისთვის არის აუცილებელი. სემინარები და ვორკშოპები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება და მათ შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს VR ტექნოლოგიები იკავებს. ეს მიმართულება პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და მისი საჭიროება გამოჩნდა. ვიწყებთ იმ გამოწვევებზე აქტიურ მუშაობას, რაც პანდემიამ დღის წესრიგში დაგვიყენა," - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

VR ტექნოლოგიების მიმართულებით ტექლაბის პარტნიორია VR house, რომლის თანადამფუძნებლის მიხეილ ბერიანიძის განმარტებით, მათი თანამშრომლობა საფუძველი გახდება იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდები მსოფლიო მასშტაბის პროექტებს შექმნიან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ტექლაბის მსგავსი სივრცეები, რომელიც სტუდენტებსა და სტარტაპებს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. ბენეფიციარებს მჭიდრო კავშირი ექნებათ სფეროს გამოცდილ ექსპერტებთან და საბოლოოდ ისინი მიიღებენ ცოდნას, რომელიც მსოფლიო მასშტაბის პროექტების შექმნაში დაეხმარება," - განაცხადა მიხეილ ბერიანიძემ.

ტექლაბის პროექტის პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან: "Digital Strategist: Developing New Digital Initiatives" BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ლაბის ტექნოლოგიური პარტნიორები აგრეთვე არიან Orient Logic, LAB, Spectre და სხვა კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სფეროში არსებულ უახლეს გადაწყვეტილებებს და ინოვაციებს, გამართავენ ვორკშოპებს და სემინარებს.

ტექლაბი 4.0 2021 წლის აპრილში უმასპინძლებს Volvo-ს ბელგიის ოფისის სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასს.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - HEIn4 ფარგლებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!