Cyber Monday Sale! 50% Off All Access

E-LIFT 5-თეთრიანი ლიფტის ჩასანაცვლებლად გაიცანით E-lift!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

E-lift

E-lift − ახალი სტარტაპია ლიფტით სარგებლობის კომფორტულობისთვის. იდეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს − ფრიდონ ციკოლიასა და ზუკა მაზანაშვილს ეკუთვნით. იგი ლიფტით სარგებლობასთან და კორპუსის მცხოვრებლების სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

დამფუძნებლებს e-lift-ის შექმნის იდეა 2 წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა განხორციელებას წელიწადია, რაც შეუდგნენ. ახალი მოწყობილობის მთავარი სიახლე ის არის, რომ იგი შესაძლებელს გახდის ლიფტში პლასტიკური ბარათით სარგებლობას. გარდა ამისა, მას ექნება ელექტრონული საფულე, რომელიც ლიფტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ავტომატურ დაფარვას და დაგროვილი თანხის გადანაწილებას სურვილისამებრ შეგაძლებინებთ. მას ასევე ექნება კორპუსის მცხოვრებლებისთვის თანხის აგროვების ფუნქცია, რომელიც დღეს რეალურ ყოფით პრობლემას წარმოადგენს − იქნება ეს თანხის შეგროვება სადარბაზოს მოპირკეთებისთვის თუ დაზიანებული სახურავის შეკეთებისთვის.

"ცნობილი პრობლემაა, როცა ლიფტით სარგებლობა გვიწევს, შესაძლოა ხურდა არ გვქონდეს ან ლიფტის ყულაბა იყოს გაჭედილი, რის გამოც ლიფტის გამოყენება პრობლემური ხდება. ჩვენი მიზანია, დრო და ენერგია დავზოგოთ და აღარ მოგვიწიოს ფულის მუდმივად დახურდავება ლიფტისთვის. ასევე აღარც მისთვის თანხის აგროვება იყოს საჭირო, რაც საკმაოდ დისკომფორტული პროცესია", − ამბობს იდეის ავტორი.

პროტოტიპი საკუთარი ხარჯებით შექმნეს. გეგმავენ გრანტის მოზიდვაზე მუშაობას, რათა შექმნან მუშა პროტოტიპი, რომელსაც კორპუსში სატესტოდ გამოიყენებენ. ტესტის შედეგებს, პროდუქტის განვითარების უკეთ დაგეგმვისთვის გამოიყენებენ.

სამომავლოდ, გეგმავენ e-lift-ის მუდმივ ფუნქციურ გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რაც ლიფტის დაჯავშნის, ასევე სამაჯურითა და ბეჭდით გადახდის ფუნქციების დამატებასაც მოიცავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს