5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ თქვენ სკოლა დაამთავრეთ და გაქვთ იმის საშუალება, რომ კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოთ, თქვენ ერთ-ერთი იმ იღბლიანი ადამიანების სიაში ხართ, რომელთაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ცნობილია, რომ ამერიკის განათლების სისტემა ძალიან ძვირადღირებულია და ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლეს განათლებას გაწვდეს, მაგრამ ღირს თუ არა იმ ფასად ამერიკის განათლების სისტემა, რამდენის გადახდაც უწევთ სტუდენტებს? 2015 წელს საერთაშორისო სტუდენტური შეფასების ორგანიზაციის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამაში (PISA) აშშ-ს 31-ე ადგილი ეკავა მათემატიკაში, მე-20 კითხვაში და მე-19 ადგილი მეცნიერებაში, 35 მონაწილე ქვეყანას შორის. თავისუფალი ქვეყნის მიწა, უდიდესი ეკონომიკით, დანარჩენ მსოფლიოს ჩამორჩება დაწყებითი განათლებით. როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს მომავალზე? არსებობენ ანტრეპრენერები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ მეთოდებს, ახალ სტარტაპებს, ან თუნდაც აბანდებენ ფულს განათლებაში, რომელიც არცთუ მომგებიანი კაპიტალია. განათლება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სფეროა, რაშიც შეიძლება ინვესტიცია დააბანდო, რადგან შედეგი არ დგება მალევე და საჭიროა გავიდეს წლები, რათა აქედან სარგებელი მიიღო. ანტრეპრენერებმა და ბიზნესის სექტორმა უნდა იზრუნონ განათლებაზე, მიუხედავად მათი პირადი გამოცდილებისა. თუ როგორ განათლებას იღებენ დღეს ბავშვები, მასობრივ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. მაგალითად, საჯარო სკოლებში დახარჯული ყოველი დოლარი, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) თანახმად, სახლის ღირებულებების 20 დოლარამდე გაზრდას ემსახურება. ეს საკმაოდ დიდი ტალღოვანი ეფექტია. თქვენ არ უნდა იყოთ გატაცებული განათლებით მხოლოდ ფართო მიზნების მისაღწევად. ზრუნვა ბავშვების განათლებაზე არის მხოლოდ სწორი საქმე და მას აქვს საკმაოდ დიდი ბიზნესის აზრი. მოდით, გადავხედოთ ანტრეპრენერების იმ მცირე სიას, რომლებიც რადიკალურად ცვლიან განათლების სისტემას.
კორტნი უილიამსი, TORSH-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი
EdTech-ის სტარტაპის დამფუძნებელმა და Forbes-ის თანამშრომელმა, კორტნი უილიამსმა, საკუთარ თავზე გამოცადა ამერიკის განათლების გაფუჭებული სისტემა. იამაიკაში დაბადებული და ბრუკლინში გაზრდილი უილიამსის საშუალო სკოლები, რომლებშიც ის სწავლობდა, ქალაქში მუდმივად ყველაზე ცუდი სკოლების რიცხვში იყო. მისი მასწავლებლების, მშობლების, თვითდისციპლინისა და მონდომების დახმარებით, მან შეძლო აივი-ლიგის განათლების მიღება. ის დაუჯერებლად აფასებს იმას, თუ როგორ ხარჯავენ აშშ-ის სკოლები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს მასწავლებლების ტრენინგზე, რაც საერთოდ არ ახდენს თვალსაჩინო გავლენას მოსწავლის შედეგებზე.
უილიამსი მიიჩნევს, რომ როდესაც ჩვენი სკოლები უკეთესად აძლევენ მოსწავლეებს განათლებას, ჩვენ არა მხოლოდ ცალკეულ სტუდენტებს, არამედ საზოგადოებასაც ვეხმარებით. TORSH-ის ვიდეოზე დაფუძნებული ონლაინსაზოგადოებისა და მონაცემთა პლატფორმის საშუალებების დახმარებით, კომპანია მიზნად ისახავს დაეხმაროს მასწავლებლებს საკლასო ოთახში დაკვირვების, მწვრთნელისა და უკუკავშირის საშუალებით. წინაპირობა მარტივია − ამერიკას სჭირდება უკეთესი მასწავლებლები განათლების გასაუმჯობესებლად, რათა მოახდინოს გავლენა ბავშვებზე და საზოგადოებაზე. სწორედ TORSH განაპირობებს ამ ცვლილებას.
4.0 სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, მეთ კანდლერი
მეთ კანდლერი არის ანტრეპრენერი, რომლის სახელით სულ მცირე 44 სასწავლო სტარტაპია შექმნილი. იგი იმედგაცრუებულია სწავლის მოძველებული სისტემით. კანდლერის არაკომერციული ინკუბატორი განათლებაზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემის გარეთ. მეთისთვის მისასალმებელია ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მათ ბიზნესს გავლენა მოახდინოს სკოლების მომავალზე და მათ ის ამისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობასა და რესურსს აძლევს.
როგორც მეთი ამბობს,"4.0 სკოლა შეიქმნა იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებში არ არსებობს სკოლების ინოვაციისა და განათლების ინოვაციური ადგილები". ჯერჯერობით, კანდლერის კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქარტიის სკოლების მშენებლობაში, EdTech კომპანიების ზედამხედველობაში და საცხოვრებელი თუ ორგანიზებული თემების მშენებლობაში, ტრადიციული, მოძველებული და არასაკმარისი სასკოლო სისტემის აღმოფხვრის გზით.
ჯანეტ კოილი, Founders4Schools-ის მმართველი დირექტორი
Founders4Schools-ის საშუალებით, ჯანეტ კოილი განსხვავებულ მიდგომას ქმნის, რადგან საქმე განათლების ამაღლებას ეხება. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოს ტრადიციულ საგნებში სტუდენტების მომზადებაზე, კომპანია აცნობიერებს ტექნიკური ანტრეპრენერების სკოლებში შეყვანის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების შთაგონებას და მოამზადებს მათ ახალი და მომავალი ეკონომიკისთვის. კოილის თანახმად, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მცდარი შეხედულება ტექნიკური კარიერის შესახებ, მიუხედავად სილიკონის ველის ელექტროსადგურებისა და სტარტაპერების წარმატებისა.
სკოლებში გაცემული კარიერული რჩევები მოძველებულია. ის მათ მხოლოდ ტრადიციული როლებისთვის ამზადებს, რომლებიც შეიძლება მომავალში მკვეთრად შეიცვალოს (ან უკვე აღარ არსებობს). იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ პედაგოგს აქვს მუშაობის გამოცდილება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, Founders4Schools მიიჩნევს, რომ საუკეთესო გზა ტექნიკური ანტრეპრენერების მოყვანაა, რომლებსაც თავიანთი გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რჩევების მიცემა შეუძლიათ. ეს აფართოებს სწრაფად მზარდი კომპანიების საინტერესო შესაძლებლობებს ბავშვებისთვის ჰორიზონტის გასაზრდელად.
ტაილერ ბოსმენი, Clever-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
Clever არის პიონერული EdTech კომპანია, როგორიცაა TORSH, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას ქვეყნის განათლების გასაუმჯობესებლად. მათი რწმენა არის ის, რომ ყველას შეუძლია მიიღოს უკეთესი განათლება სწორი საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობს გააუმჯობესოს სასწავლო პრაქტიკა საკლასო ოთახში. Clever-ის პროგრამა ქმნის სტუდენტების პერსონალურ ბაზას, რომელიც დაეხმარება პედაგოგებს ინდივიდუალურ დონეზე გაითვალისწინონ, თუ კონკრეტულად რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება.
განათლებაზე მისი გავლენის გამო, ბოსმენი Forbes 30 Under 30 სიაში შევიდა. Clever ამჟამად ქვეყნის 60 000-ზე მეტ სკოლაშია. ეს პროგრამა არის პედაგოგების მიერ პედაგოგებისთვის შექმნილი. კომპანიის გუნდი შედგება მასწავლებლებისა და ტექნიკური პროფესიონალებისგან, რომლებიც ემსახურებიან სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
დოქტორი უილიამ (ბილ) ბოლჰაუსი, Blackboard-ის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი
Blackboard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ბილ ბოლჰაუსმა, ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა შეიქმნა განათლების სისტემის მკაფიოდ შეცვლით. იგი დასახელდა, როგორც Forbes-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმასრულებელი დირექტორი 40 წლამდე და 26-ე ადგილი დაიკავა ეთიკის სფეროს 100 ყველაზე გავლენიან ბიზნესეთიკის სიაში. როგორც "განათლების პარტნიორი ცვლილებებში", Blackboard ეხმარება ცარიელი სამუშაო გარემოსა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის არსებული უფსკრულის აღმოფხვრას.
Blackboard უზრუნველყოფს მასწავლებლებს ონლაინ საშუალებებით, რომლებიც აძლიერებს მათ გამოცდილებას, როგორც პედაგოგებს, კლასის მიღმა. მათ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ გააზრებულ ანალიზზე, რომელიც მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეხმარება, დაუკავშირდნენ ერთმანეთს უფრო პერსონალურ დონეზე და იმუშაონ ინდივიდუალურ სიძლიერეებსა და სისუსტეებზე, რაც ეხმარება მათ გააცნობიერონ თავიანთი სრული პოტენციალი.
სასკოლო სისტემა ვაკუუმში არ უნდა იყოს. კარგი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა მხოლოდ სტუდენტებს არ ეხმარება. განათლების გაუმჯობესება ყველა ინდუსტრიის ინტერესშია.