Leo Institute-ის ერთწლიანი პროგრამა, რომლითაც NASA-ს, Shell-ის და VISA-ს ლიდერშიფი მუშაობს თვითგანვითარებაზე, უკვე საქართველოშია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ამერიკული ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში თანამშრომლების 70% საკუთარი სამსახურით უკმაყოფილოა, მათგან 20%-ს კი აქტიურად სძულს, რაც კომპანიასა ან უფროსზე ცუდის ლაპარაკით გამოიხატება. ამას თუ მოცემულობად მივიღებთ, დავინახავთ, რომ ყველა ორგანიზაციაში "ოქროს საბადო" იმალება და თუ ამ საგანძურის გამოღვიძებას ვისწავლით, დაუჯერებელ შედეგებს მივაღწევთ. ზუსტად ეს არის ლიდერშიფის როლი. ეს შეუძლიათ ისწავლონ ქართველმა ლიდერებმა Leo Institute-ის ერთწლიანი პროგრამით, რომელიც უკვე საქართველოშია.
New Leader Academy (http://www.newleader.academy/) არის ერთწლიანი პროგრამა მენეჯმენტის ჯგუფებისთვის და ლიდერებისთვის, ვისაც სურთ, ისწავლონ, როგორ ააშენონ კულტურა, სადაც თანამშრომლები პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას მოახერხებენ. სიხარულით გაიღვიძებენ დილით, სამსახურში იგრძნობენ, რომ მისი სჯერათ და ენდობიან, რომ აფასებენ და საღამოს სახლში კმაყოფილების შეგრძნებით დაბრუნდებიან, რადგან იციან, რომ წვლილი შეიტანეს რაღაც დიდ და მათთვის ძვირფას საქმეში.
ეს არის ერთწლიანი პროგრამა, რომლითაც NASA, Shell, VISA, Boeing, Moleskin და მსგავსი კომპანიების ტოპ მენეჯმენტი მუშაობს თვითგანვითარებაზე და რომელზეც Simon Sinek წერს თავის ბოლო წიგნში The Infinite Game, რომ ეს არის მეთოდოლოგია, რომლითაც გუნდში ნდობის და გულწრფელი მხარდაჭერის კულტურის შენება შეიძლება.
ლეო მეთოდოლოგია აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლებში, როგორებიცაა Harvard და MIT.
ბოლო წლის მანძილზე "ლეო ინსტიტუტმა" არაერთი კვლევა ჩაატარა და იმუშავა, რომ პროგრამა ქართული კულტურისა და ქართველი ბიზნეს ლიდერების საჭიროებებისთვის მოერგო. საქართველოში პროექტის პარტნიორია თბილისის ღია უნივერსიტეტი.
პროგრამაზე რეგისტრაცია დაწყებულია და 2021 წლის ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი. უშუალოდ კურსი სექტემბერში დაიწყება. დეტალური და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.newleader.academy/ .