Get All Access for $5/mo

Nvidia მიკროჩიპების მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

Nvidia ახლა უკვე ისეთი კომპანიების რიგს განეკუთვნება (Apple, Microsoft, Alphabet & Amazon) რომელთა საბაზრო ღირებულება უკვე ტრილიონ დოლარს აჭარბებს. Nvidia-ს აქციები, რომლებიც კალიფორნიაშია დაფუძნებული, თითქმის სამჯერ გაიზარდა 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციების ტალღით გასულ წელს.

როგორ გახდა Nvidia ტრილიონდოლარიანი კომპანია?

Nvidia ჯერ კიდევ 1993 წლის 5 აპრილს დაარსდა, მისი თავდაპირველი აქციებით ვაჭრობა კი $0,82-ად იყო შესაძლებელი.

2016 წელს Nvidia-ს საბაზრო კაპიტალმა დაიწყო აღმავალი ტრაექტორია მაღალი დონის გრაფიკული ბარათების გაყიდვებით, რაც გამოწვეული იყო გეიმინგ-ინდუსტრიის, ვირტუალური რეალობისა და საავტომობილო სექტორის სწრაფი განვითარებით.

გეიმინგ-ინდუსტრიასთან და ბიტკოინის მაინინგის ზრდასთან ერთად, პანდემიის დროს Nvidia-ს ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდა. 2022 წლის ბოლოსთვის კი Nvidia-ს წლიური აქციები თითქმის 50%-ით დაეცა, ზრდის შენელებისა და უფრო ფართო ბაზრებზე გასვლის გამო.

რა გავლენა აქვს Nvidia-ს AI-ის განვითარებაში?

Nvidia სპეციალიზებულია ტექნიკის შექმნასა და წარმოებაზე, მათ შორის, გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPUs), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ისეთი ამოცანების შესრულებაზე, როგორებიცაა კომპიუტერებისა და ვიდეოთამაშებისთვის მაღალი ხარისხის გრაფიკული ინფორმაციების გადაცემა.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ GPU-ების დაახლოებით 80% დამზადებულია Nvidia-ს მიერ. კომპანიის მაღალი ხარისხის ჩიპები წარმოუდგენლად ძლიერია, რაც მათ ოპტიმალურს ხდის ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა, გეიმინგ-ინდუსტრია და მანქანათმცოდნეობა (machine learning).

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Nvidia ყურადღების განსაკუთრებულ ცენტრში მოექცა. ამას კი ხაზს ისიც უსვამს, რომ კომპანიის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Nvidia სუპერკომპიუტერის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც განკუთვნილი იქნება AI ენის გენერაციული აპლიკაციების, მონაცემთა ანალიტიკისა და სარეკომენდაციო სისტემების შექმნისთვის.

კომპანიის მაღალი შეფასებითა და დიდი ბაზრის წილით, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Nvidia-ს AI ჩიპების სეგმენტს კიდევ უფრო მეტი ზრდის შესაძლებლობა აქვს, რადგან გენერაციული AI ტექნოლოგიური სექტორის წინა პლანზეა.

ვინ არის Jensen Huang − Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი?

60 წლის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, კომპანიას მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც იგი 30 წლის წინ დააარსა.

ჰუანგი ტაივანში დაიბადა, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ელექტროინჟინერიას ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, ვიდრე იმავე საგანში მაგისტრის ხარისხს აიღებდა სტენფორდის უნივერსიტეტში.

გლობალურ ბაზარზე ჰუანგი ცნობილია როგორც ინოვატორი და Nvidia-ს მიმართულების მთავარი განმსაზღვრელი, რაც მას მიკროჩიპების ინდუსტრიის კიდევ უფრო წინა პლანზე აყენებს.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ამ დროისათვის Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა $2.78 ტრილიონი საბაზრო ღირებულებით, მეორე ადგილს Microsoft იკავებს ($2.44 ტრილიონი), Alphabet ($1.56 ტრილიონი), Amazon ($1.23 ტრილიონი) და შემდეგ Nvidia ($0,93 ტრილიონი).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!