Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქმიანი ცხოვრების მომავალი - შრომა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან დაადგინეთ, რატომ იზრდებიან და ფართოვდებიან დისტანციური გუნდები თითქმის ყოველ ინდუსტრიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ტექნოლოგიები, მათ შორის, სმარტფონები, სოციალური ქსელები, სწრაფი და საიმედო კავშირი ინტერნეტთან, ისე გაერთიანდნენ, რომ მთლიანად იპყრობენ ჩვენს ყურადღებას ყოველი წამის განმავლობაში, როდესაც არ გვძინავს. მართალია, ტექნოლოგიამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, ვინც მას არასწორად გამოიყენებს, მაგრამ ბევრისთვის იგი ფასდაუდებელი რესურსი გახდა, იმდენად მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი ცხოვრება.

ახალი ტექნოლოგიები და აპლიკაციები ყოველდღიურად ჩნდება თანამედროვე სამუშაო ადგილას, რაც პროცესების გამარტივების და შრომის ნაყოფიერების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი შემოსავლებს ზრდის. თავისთავად იბადება შემდეგი შეკითხვა: როგორ უნდა იარონ ადამიანებმა წინ, როდესაც მათი ცხოვრება სამსახურში და სამსახურს გარეთ თითქმის მთლიანად ერთმანეთშია გადახლართული.

დისტანციურად მუშაობის იდეა არ არის ახალი, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, რადგან ორგანიზაციები და თანამშრომლები აშკარად ხედავენ, თუ რამდენად დიდი უპირატესობები აქვს მას. დღეს უკვე უამრავი ახალი ტექნოლოგია არსებობს, რომელიც სამუშაო ძალებს კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ერთმანეთთან, ეს ფაქტორი და სამუშაო კულტურაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილები ერთად იმას ნიშნავს, რომ მომავალში დისტანციური სამუშაო ძალის სფეროში დიდი მიღწევები იქნება.

დამსაქმებელთა უმრავლესობა ახლა უკვე უკეთ აცნობიერებს დისტანციური სამუშაოს ეკონომიკას. ამ უპირატესობებში შედის შრომის ნაყოფიერების გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სამსახურში გამოუცხადებლობის ნაკლები შემთხვევა, უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნება და პერსონალის გაცილებით ეფექტური დაქირავება. კომპანიებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ გუნდებისა და სპეციალისტების დაქირავება, ამ შემთხვევაში თანამშრომლები დროსაც ზოგავენ და მგზავრობის ხარჯებსაც. მათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი წონასწორობის დამყარებაც შეუძლიათ, ნებისმიერ ადგილას მუშაობა, სადაც ამოირჩევენ, სამუშაო სივრცე იქნება, კაფე, სასტუმროს ლობი, პლაჟი თუ სულ სხვა ქვეყანა.

Harvard Business Review-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამერიკელ დასაქმებულთა 43 პროცენტი თავისი სამუშაოს რაღაც ნაწილს დისტანციურად ასრულებდა. თემატური კვლევებმა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობის ნებართვის მიცემა, უჩვენა, რომ მათი შრომის ნაყოფიერება შესაძლოა სადღაც 4-დან 13 პროცენტამდე გაიზარდოს, რამაც შესაძლოა შეერთებული შტატების ეკონომიკას ყოველწლიურად მილიარდები მოუტანოს.

მართალია, ტექნოლოგიამ უზომოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დისტანციური მუშაობის რევოლუციაში, მაგრამ სამუშაოს მომავალს ის ცვლილებები განსაზღვრავს სამუშაო ადგილის კულტურაში, რომლებიც მილანიელებმა და Z თაობამ გამოიწვიეს. ეს ახალგაზრდა თანამშრომლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტექნოლოგიებში იყვნენ ჩაფლულები, და დამსაქმებლები სწორედ მათზე იფიქრებენ, როდესაც საქმე პერსონალის დაქირავებასა ან კიდევ, მათ შენარჩუნებაზე მიდგება.

დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ციფრული და ტექნოლოგიური უნარები, რადგან ინტერნეტ ტექნოლოგიებზე, სოციალურ მედიაზე, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე და ანალიტიკაზე სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა, და ახალი ციფრული ფუნქციები ჩნდება ძველ ინდუსტრიებში, როგორიცაა კონსტრუქცია, ლოჯისტიკა და ენერგეტიკა. დამსაქმებლებს სწრაფად მოუწევთ ადაპტირება იმასთან, რაც სინამდვილეში ახალ სამუშაო ძალას სურს, კერძოდ, მოქნილი მუშაობის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესება და მეტი დამოუკიდებლობა სამუშაო ადგილას.

ეს ახალი და მზარდი სამუშაო ძალა ამბიციურია და გაბედული. მათი უმრავლესობისთვის დიდი ოცნებაა ერთდროულად მუშაობა და მოგზაურობა, ციფრულ- მომთაბარედ ცხოვრება. Z თაობის დასაქმებულები ბედნიერები იქნებოდნენ, თუ სკოლის შემდეგ ერთ წლიანი შვებულების აღების ნაცვლად, მაშინვე მოახერხებდნენ შრომის ბაზარზე შესვლას, იმ პირობით თუ კვლავ რეგულარულადაც შეეძლებოდათ მოგზაურობა. ჩვენ ახლა ერთიან სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საინტერესო ქვეყანა და ცენტრია, სადაც დისტანციურად მუშაობენ

კარგად მოფიქრებული გეგმის შექმნა დისტანციური სამუშაოსათვის, გარანტიას ქმნის, რომ ეს ახალი ეპოქა ყველა მონაწილეს მოუტანს სარგებელს. დამსაქმებლებმა თავიანთი თანამშრომლების უწყვეტი განათლება და პიროვნული განვითარება უნდა უზრუნველყონ. მათ უნდა გაუკეთონ ორგანიზება შეხვედრებს ხელმძღვანელებთან და გუნდებთან ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველკვარტალურად რომ სამუშაო ადგილის კულტურის შენარჩუნებას შეუწყონ ხელი, თანამშრომლების საბრძოლო სული აამაღალონ და სწორი იდეალების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი.

თანამშრომლებმა კი სამუშაო გეგმა უნდა შეიმუშაონ, რომ თავისი დროის ეფექტური მართვა შეძლონ, პროდუქტიულებიც იყვნენ და ჯანმრთელობაც შეინარჩუნონ. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია, კონკრეტულ დღეს სწორი სამუშაო ადგილის შერჩევა კონკრეტულ სამუშაოზე მუშაობისას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ადევნოთ თვალყური იმას, რომ არ გადაიღალოთ, და ამასთან, კონცენტრირებულიც დარჩეთ.

დღეს არსებული ტექნოლოგიები, თუ მათ პასუხისმგებლობით და ინოვაციურად მივუდგეთ, თანამშრომლებს სხვა პრაქტიკულ გზას სთავაზობს, და რაც უდავოდ, გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე კვირაში ხუთი დღე ოფისში სიარული.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები