3 რამ, რაც უნდა იცოდეთ მიწოდების ბიზნესის დასაწყებად საკვებისა და სხვა პროდუქტების შინ მიწოდების მომსახურებაზე მოთხოვნა რეკორდულად მაღალ დონეზეა. ქვემოთ სამ საკითხს გაეცნობით, რომელიც თქვენი ბიზნესის დაწყებამდე აუცილებლად უნდა განიხილოთ
By სარა ოსტინი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საკვების ინტერნეტით მიწოდება ისეთი სერვისების ბუნებრივი განვითარებაა, როგორიცაა Uber და Lyft, რომლებიც სამუშაო ძალის სახით საკუთარი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახალხო რესურსებს იყენებენ. პანდემიამ ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემებისა და კარანტინის გამო, მოთხოვნის განუზომელი ზრდა გამოიწვია. თანამშრომლების აყვანამ სხვადასხვა კომპანიაში მართლაც შთამბეჭდავი ტემპი შეიძინა: აპრილში Instacart-მა განაცხადა, რომ 300 000 თანამშრომელს ქირაობს, იმ დროს, როდესაც Amazon 175 000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს თავისი შეკვეთების შეგროვების ცენტრებისა და მიწოდების ქსელისთვის, Walmart 50 000 თანამშრომელს ამატებს დისტრიბუციაში, ხოლო FedEx, 35 000 თანამშრომელს ქირაობს.
ანტრეპრენერებს საკუთარ ქალაქებში შეუძლიათ მიწოდების ბიზნესის დაწყების შესაძლებლობები განიხილონ. გაშვების ხარჯების შემცირება დამოუკიდებელი კონტრაქტორების მოზიდვისა და შესაბამისი აპლიკაციების ლიცენზირების ხარჯზეა შესაძლებელი.
მოთხოვნა უდავოდ მაღალია. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ოპერატორი თავისი მოქმედებების კოორდინირებას შეძლებს სისტემის სინქრონიზაციისათვის სასურსათო ჯაჭვებთან და განაწილების ცენტრებთან. ან კიდევ, მცირე ბიზნესის ინტეგრირება შეიძლება დიდი კომპანიის ინფრასტრუქტურასთან. მოგების გაზრდის ერთ-ერთი ვარიანტი, შეძენილი საქონლისთვის თანხის დამატებაა მიწოდების ხარჯებთან ერთად, ხოლო ახალი მომხმარებლის მოსაზიდად, შეკვეთების სერტიფიცირება შეიძლება. კერძოდ, ჯანდაცვის მკაცრი კანონების გათვალისწინებით მომზადებული პროდუქციის სახით.
მაგრამ, რა შეიძლება ამ სფეროში არასწორად მოხდეს? ქვემოთ რამდენიმე საკითხს გაეცნობით, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ სერიოზული ყურადღება.
მომხმარებელს თითქმის იდეალური მომსახურება სურს
ბიზნესის მფლობელებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ მიწოდების სერვისის წარმატების 95-პროცენტიანი მაჩვენებელი საკმაოდ კარგია, მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ არის. თუმცა, არა იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-მა რადიკალურად შეცვალა ინდუსტრია Amazon Flex და Amazon Prime-ის მეშვეობით. მაგალითად, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Amazon Prime 10 მილიონზე მეტი პროდუქტის მიწოდებას ერთ დღეში სთავაზობს მომხმარებელს. ეს ჯეფ ბეზოსის დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მისი კომპანიის ლოგისტიკა უზადო ყოფილიყო. ამასთან ერთად, მომხმარებლებსაც გაცილებით დიდი მოთხოვნები გაუჩნდათ თავისუფალი კონტრაქტორი მძღოლების მიმართ. თუ გსურთ თქვენი სტარტაპი წარმატებული იყოს, მიწოდებული პროდუქციის მხოლოდ უკიდურესად მცირე ნაწილი უნდა იყოს არცთუ კარგი. მაგალითად, დაზიანებული, არც შეფერხებები უნდა მოხდეს პროდუქციის დაბრუნებისას და ა.შ.
"მიწოდების მომსახურება პროდუქციის ადგილზე მიტანაზე გაცილებით მეტს გულისხმობს", – ამბობს ვანესა გაბრიელი, Drop Delivery-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (პროდუქციის მიწოდების მართვის პროგრამული უზუნველყოფის კომპანია), − "წარმატების მისაღწევად გადამწყვეტი ფაქტორი მომხმარებლისთვის კომპანიაზე საერთო შთაბეჭდილების შექმნაა, რაშიც იგულისხმება პროდუქტის დათვალიერება, შეკვეთის განთავსება და ბოლოს მისი მიღება. მომხმარებელი მოელის, რომ პროდუქტის მიწოდება მოსახერხებელი, საიმედო, უსაფრთხო და დროული იქნება. აი, ასეთ შესანიშნავ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს Drop Delivery".
მომხმარებელი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს სავაჭრო ცენტრებში გრძელ რიგებსა და კონტაქტებს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ შესაძლოა ინტერნეტით მათ ვერ მოძებნონ საჭირო პროდუქტი ან კიდევ უკვე გაყიდული იყოს. სხვა შეფერხებებს შორისაა, თანამშრომლების გაფიცვები, როგორიც მაგალითად Instacart-ში, Amazon-სა და Walmart-ში მოხდა პანდემიის დროს. ან კიდევ, აპლიკაციებს უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები ჰქონდეთ, რომელიც ვიდეოაპლიკაცია Zoom-ს უშლის ხელს მუშაობაში.
მცირე ბიზნესმა ლოგისტიკის ოპტიმიზება უნდა შეძლოს
თუ გამოცდილება არ გაქვთ ან სათანადო დისციპლინა ოპერაციების ოპტიმიზებისთვის, თქვენთვის ძნელი იქნება ბიზნესში კონკურენციის გაწევა. ოპერატორმა შესაძლოა ყველაფერი სწორად გააკეთოს და ამ დროს, ფინიშთან ახლოს დაინახოს პრობლემები. კერძოდ, ცხელი კერძები უკვე გაცივებული მიაწოდოს დამკვეთს. შესაძლოა თანხის გადახდისას მოხდეს შეცდომები. აპლიკაციამ მძღოლი მიმდებარე, მაგრამ არასწორ მისამართზე გააგზავნოს, შეკვეთას ქურდმა მოაწეროს ხელი, ავტომანქანაში საწვავი გამოილიოს და ა.შ.
მიმწოდებლებმა უნდა შეძლონ ლოგისტიკის ოპტიმიზება. მას შემდეგ, რაც მსხვილი თავისუფალი კონტრაქტორი საქონელს ყიდულობს, უკვე ლოგისტიკის სფეროა მისი განაწილების პუნქტიდან ოფისში ან კერძო მისამართზე მიწოდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ბოლო წრეზე. განსაკუთრებით, თუ მალფუჭებად პროდუქტებზეა საუბარი. დამოუკიდებელმა კონტრაქტორმა ენთუზიაზმი და ინიციატივა უნდა გამოავლინოს, ისეთი მარშრუტები იპოვოს, რომელთა მეშვეობითაც საცობებს აარიდებს თავს, ზუსტად განსაზღვროს დამკვეთის ადგილმდებარეობა, მობილური აპლიკაციის უზადო მუშაობაზე უნდა შეეძლოს იმედის დამყარება. მაგალითად, პრობლემები არ უნდა იყოს კავშირის სფეროში და მომხმარებელს შეუფერხებლად უნდა გაეგზავნოს შეტყობინება შეკვეთის მისაღებად.
"ჩვენმა კლიენტებმა პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში წარმატებით მიაწოდეს მომხმარებელს 51 000-ზე მეტი შეკვეთა, ხოლო განმეორებითი შენაძენების საშუალო მაჩვენებელმა 76 პროცენტი შეადგინა", – ამბობს ვანესა გაბრიელი". ახალი ნორმების შემოღების გამო, თებერვლიდან შეკვეთების მოცულობა წინა თვეებთან შედარებით 31 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ უკეთესი ტექნოლოგიები შევთავაზოთ მათ, რომ ჩვენს კონტრაქტორებს დავეხმაროთ მაქსიმალურად ეფექტიანნი იყვნენ, როდესაც საქმე პროდუქციის მიწოდებას ეხება".
არასერიოზული დამოკიდებულება უსაფრთხოების პროტოკოლების მიმართ
დაბოლოს, კონტრაქტორებს სათანადო დისციპლინა უნდა ჰქონდეთ და ჯანდაცვის ახალი პროტოკოლების მოთხოვნები უნდა დაიცვან. როგორიცაა, სოციალური დისტანცირება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება. უსაფრთხოების ზომებს შორის შეიძლება იყოს შტრიხკოდის სკანირება და უკონტაქტო მიწოდებისა და გადახდის დადასტურება.
ძნელი დასაჯერებელია, რომ Uber უკვე 11 წლისაა. მის სტატუსს თუ გავითვალისწინებთ, როგორც მრავალმილიარდ დოლარად ღირებული გიგანტის, გასაკვირი არ იქნება, რომ მისი მიდგომა სახალხო რესურსების მიმართ ისეთ განსხვავებულ სფეროებში გადაიღეს, როგორიცაა ოჯახებში ცხოვრებით (AirBNB) დაწყებული და სასურსათო მაღაზიებით დამთავრებული (Instacart, DoorDash, GrubHub and Uber Eats). Amazon და სხვა მსხვილი მოთამაშეები ყველანაირად უშლიან ხელს მიწოდების სერვისებს, რომლებიც ინფრასტრუქტურაში ახორციელებენ ინვესტირებას, რაც მომხმარებლის მოლოდინს ზრდის, რომ მას თაროდან პირდაპირ სახლის კარამდე მიაწვდიან პროდუქციას.
ამ სფეროში თანამშრომლების დაქირავება ინტენსიურად ხდება და ამ დროს გარშემო დიდი სირთულეებია, ამერიკელები დამოუკიდებელი კონტრაქტორები ხდებიან და ხელფასზე იწყებენ მუშაობას. მარტში Uber Eats-ში 30 პროცენტით გაიზარდა დამოუკიდებელი მძღოლების რაოდენობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს საკვები პროდუქტების მიწოდების შესახებ. მიწოდებას, ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას საკუთარი წვლილი შეაქვს აშშ-ის ეკონომიკაში. მაისში ამ სფეროს რეკორდული, 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი დაემატა (თუმცა, შრომის დაცვის დეპარტამენტმა ივნისში განაცხადა, რომ ამ ციფრის გადახედვა "არასწორი კლასიფიკაციის" გამო მოხდება).
ანტრეპრენერები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ონლაინმიწოდების მომსახურებაზე დიდი მოთხოვნის არსებობით ისარგებლონ, თუ ის ეფექტურად იმუშავებს.