Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ საფრთხე არ შეექმნებათ თქვენს ობიექტსა და დასაქმებულ პირებს" - "ალმათი სფეისი" ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს დანერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემები და იზრუნოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და დაცული სამუშაო გარემოს შექმნაზე. მსგავსი პასუხისმგებლობიანი ორგანიზაცია დაცულია გაუთვალისწინებელი ფინანსური სანქციებისგან და ამასთან, დასაქმებული პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ მაჩვენებელსაც აფიქსირებს.

სწორედ ამ საკითხებს უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების კომპანია "ალმათი სფეისი", რომელიც ლელა ციხისელმა 2023 წელს დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ ცოტა ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა, მისი მთავარი ძალა ის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რომლის სურვილიცაა, საზოგადოებამ გაცილებით დაცულ და კომფორტულ გარემოში იცხოვროს.

"კანონი გვეუბნება, ნებისმიერ სამუშაო სივრცეში შეიქმნას დაცული და უსაფრთხო სამუშაო გარემო. საამისოდ დამსაქმებელს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამ ვალდებულებების შესრულებაში კი კომპანიებს ჩვენ ვეხმარებით.

"ალმათი სფეისთან" თანამშრომლობა ნიშნავს: არ შეექმნას საფრთხე ჩვენს პარტნიორ ობიექტს (იქნება ეს მომსახურების სფერო თუ სამშენებლო და საწარმო სექტორები) და მათთან დასაქმებულ პირებს. ამასთან, არ დაჯარიმდეს ჩვენს მომსახურებაში აყვანილი საწარმო და მით უმეტეს, გარკვეული მიზეზების გამო არ შეჩერდეს სამუშაო პროცესები.

ჩვენი მიზანია, კანონის დადგენილი ნორმების მიხედვით გაცემული რეკომენდაციებით და გონივრული ვადებში კონტროლით, მაქსიმალურად შემცირდეს უბედური შემთხვევების რისკი. ამისათვის უზრუნველვყოფთ როგორც ყოველთვიურ, მიმდინარე მომსახურებას, ასევე სრული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებას და ხარვეზების აღმოფხვრას", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ლელა ციხისელი, "ალმათი სფეისის" მმართველი პარტნიორი.

როგორც ლელა ციხისელი განგვიმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ორგანიზაციას უკვე ჰყავდა შრომის უსაფრთხოების საკუთარი სპეციალისტი, მაინც საკმაოდ მაღალი იყო უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები სამუშაო სივრცეებში. აქედან გამომდინარე, გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ ისეთი კომპანია, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და ახალი მიდგომებით არსებულ საფრთხეებსა და რისკს მინიმუმამდე დაიყვანდა. როგორც "ალმათი სფეისის" მმართველი პარტნიორი აცხადებს, გამბედაობამ, შეექმნათ შრომის უსაფრთხოების ახალი კომპანია საქართველოში, ნამდვილად გაამართლა − კომპანიები ენდობიან, დასაქმებული პირები კი ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს. ეს შედეგები გუნდს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას სძენს სამომავლო განვითარებისთვის − "ფიქრი იმაზე, რომ უკვე არსებული პროდუქტი გავხადოთ უკეთესი და ჩვენი შესაძლებლობებით შევძინოთ პროდუქტს უფრო მაღალი ღირებულება − ვფიქრობ, საუკეთესო მოტივაციაა. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ადამიანებს, სამუშაო გარემოს, წესრიგს, დაცულობას...".

"ეს იყო პირადად ჩემთვის სრულიად ახალი საქმე, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ვინაიდან გახლავართ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ჩემი საქმიანობა წლებია უკავშირდება PR-ს, რეკლამას და მარკეტინგს, ამიტომ შრომის უსაფრთხოება იყო სრულიად ახალი გამოწვევა. ამ საქმის კეთებას უპირველესად სჭირდებოდა კანონის ზედმიწევნით ცოდნა, ბაზრის კვლევა და საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, დეტალებზე ორიენტირება და ყველა კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ინდივიდუალური მიდგომა.

დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა ჩემთვის ახალი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნული საქმიანობის მენეჯმენტში გამოცდილება პირიქით, დამეხმარა; ახალმა საქმემ კი მასწავლა, რომ მუდმივად უნდა განვავითაროთ საკუთარი თავი, მიზნისკენ მიმავალი გზაზე მუდმივად შემეცნების პროცესში უნდა ვიყოთ, რათა დროსა და გამოწვევებს შესაბამისად დავხვდეთ. სწორედ ამასვე ვურჩევდი ყველა დამწყებ ანტრეპრენერს", − აცხადებს ლელა ციხისელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის მიზანია გაცილებით მეტი მოწესრიგებული ორგანიზაცია/ობიექტი და უფრო მეტი დაცული დასაქმებული ადამიანი შეემატოს ქართულ ბაზარს. ლელა ციხისელის აღნიშვნით, გუნდის დიდი სურვილია, "ალმათი სფეისის" მიერ განხორციელებული ყველა პროექტი უსაფრთხო სამუშაო გარემოს საუკეთესო მაგალითი გახდეს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები