Get All Access for $5/mo

Georgian Fish & Caviar - ციმბირული ზუთხისა და ხიზილალის პირველი ქართული მეურნეობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინტენსიური წყალმომარაგების უნივერსალური მეურნეობა, Georgian Fish & Caviar ქობულეთში მდებარეობს და ოთხ ჰექტარზე გაშლილ ფერმას მოიცავს, სადაც თევზის სხვადასხვა სახეობა ბინადრობს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საჩინო ხიზილალა მზადდება. მეურნეობის 70%-ს ციმბირული ზუთხი შეადგენს, რომლის სადედე ჯოგი 20 000 თევზიდან, უდიდესი დაკვირვებით გადარჩეული, საუკეთესო 3 000 თევზისგან შედგება.

საბჭოთა კავშირის შემდეგ, Georgian Fish & Caviar პირველი მეურნეობაა, რომელსაც ციმბირული ზუთხის სადედე ჯიშები გამოჰყავს. კომპანიის დამფუძნებელი, მალხაზ შუბალიძე / Malkhaz Shubalidze ამ საქმეს 2013 წელს შეუდგა, ინტენსიური მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და იზრუნა, რომ მეურნეობა ევროსტანდარტებით ყოფილიყო გამართული. მისი ამ საქმით დაინტერესებას, საფუძვლად ედო ეროვნული მოტივები - საქართველოში, სადაც უდიდესი ჰიდრორესურსი და უნიკალური კლიმატური პირობებია, არ არსებობდა მეურნეობა, რომელიც ზუთხის მოშენება-გამრავლებაზე და იდეალური სადედე ჯოგის შექმნაზე იქნებოდა სპეციალიზებული.

მეურნეობა გამოირჩევა იმით, რომ ერთადერთია მსოფლიოში, სადაც პირველად ხდება კოლხური ზუთხის ველური ბუნებიდან აკვაკულტურაში გადმოტანა. ამ სახეობაზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ველური ბუნებიდან მეურნეობაში კოლხური ზუთხის აბორიგენული, სუფთა ხაზი გაჩნდა.

Georgian Fish & Caviar წყალმომარაგება პირდაპირ საქართველოს ყველაზე სუფთა მდინარის, კინტრიშის წყლით ხდება, რაც ქმნის თევზისათვის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. მდინარის სუფთა წყალი კი პირდაპირ გავლენას ახდენს ხიზილალას გემოვნურ თვისებებზე, თევზის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობაზე.

Georgian Fish and Caviar-მა შეიმუშავა და დანერგა HACCP სისტემა, რომელიც მიმართულია სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისაკენ.

HACCP წარმოადგენს პრევენციულ სისტემას და მოიცავს ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური მონაცემების ანალიზს, საქართველოში არსებული საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

პროდუქციის წარმოებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს კვება, რომელიც ხიზილალას გემოვნურ თვისებებზე პირდაპირ აისახება. Georgian Fish & Caviar-ის თევზის საკვების 18% კინტრიშის მდინარიდან შემოდის, რაც განაპირობებს თევზის ბუნებრივ კვებას, დამატებით კი თევზი იღებს მხოლოდ სპეციალურ საკვებს, რომელიც საგანგებოდ არის შერჩეული თევზის სხვადასხვა სახეობის, წყლის ტემპერატურის, ქიმიური მაჩვენებლებისა და საცხოვრებელი არეალის მიხედვით. ასევე, აღსანიშნია, რომ სადედეების კვების რაციონი შედგება ნაკლები ცხიმის შემცველი საკვებისგან, რომელიც განკუთვნილია ხიზილალის მწარმოებელი თევზებისათვის. თევზი იღებს მხოლოდ ევროპული, წამყვანი ბრენდების წარმოებულ საკვებს, მათ შორის: Biomar, Coppens, Skretting. დამატებით კი, ზამთრის პერიოდში, როცა სადედე თევზს ბუნებრივი საკვები სჭირდება, იკვებება პატარა ზომის ქაფშიით, რომელიც პირდაპირ ფოთის პორტიდან მოდის. ჩვენს ლაბორატორიაში ჯერ ქაფშიას ლაბორატორიული შემოწმება უტარდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ საკვები თევზი ვარგისია.

ამჟამად, Georgian Fish & Caviar აწარმოებს როგორც შავ და წითელ ხიზილალას, ასევე, თევზის ხორცს. ხიზილალის მოწველის პროცესს Georgian Fish & Caviar-ში გამოცდილი, საუკეთესო იქტიოლოგები ატარებენ, რათა თავიანთი ცოდნითა და პროფესიონალიზმით იზრუნონ თევზის ჯანმრთელობასა და სათუთად მოპყრობაზე.

თევზი, მდინარის ცივი წყლიდან თბილ წყალში გადადის იმისათვის, რომ მასში ბუნებრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძონ, ეგონოთ რომ ზაფხულია და ქვირითის დაყრის დრო დგება. შემდეგ კი იქტიოლოგები თევზს დამაჩქარებელ, ბუნებრივ, კობრის ტვინისგან დამზადებულ ჰორმონს აძლევენ, რომელიც არ აზიანებს თევზის ჯანმრთელობას.

ხიზილალისთვის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ეგზემპლარები, მამრების პოპულაციაში კი 40%-დან მხოლოდ 5% გადაირჩევა შთამომავლობის გაგრძელებისთვის.

დღესდღეობით, Georgian Fish & Caviar აქტიურადაა ჩართული გათევზიანების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, 15 000 კალმახი უკვე გაშვებულია ველურ ბუნებაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს შავ ზღვაში კოლხური ზუთხის პოპულაციის აღდგენაზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ