Join our Waitlist for Expert Advice!

Gulf Aquamarine Hotel - დასვენება საკურორტო ზონაში, თბილისის ცენტრიდან 20 წუთში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GULF AQUAMARINE HOTEL

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სულ მალე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დასასვენებელ, გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო სივრცე გახდება", − ნოდარ გიორგაძე, "ჯინო ჰოლდინგის" დამფუძნებელი.

დედაქალაქების ურბანულ განვითარებას თან ერთვის ხმაური, გადატვირთული მოძრაობა, არაჯანსაღი გარემო და ამ ყველაფერთან ერთად, მუდმივი სტრესი და გადაღლილობა. შედეგად, სულ უფრო მეტად რთულდება ქალაქში ცხოვრება და მოკლებული ვართ სრულყოფილად დასვენების შესაძლებლობას. ვითარებიდან გამომდინარე, იცვლება ადამიანთა მოთხოვნილებები და ცხოვრების სტილიც. დღესდღეობით, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ცხოვრების ახალ სტანდარტს ირჩევს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებასა და ქალაქის ხმაურისგან მოშორებით დასვენებას გულისხმობს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც თბილისია, რომლისთვისაც, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, პერმანენტული საცობი, დაბინძურებული ჰაერი და გარემო უცხო არაა.

აქედან გამომდინარე, თბილისის მცხოვრებლებისა და სტუმრების დიდი ნაწილი გარემოს შეცვლას და დედაქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ სივრცეში დასვენებას ამჯობინებს.

თუ ქალაქის ხმაურისგან განტვირთვა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ თბილისის ცენტრიდან 20 წუთში ხარისხიანი დასვენება უკვე შესაძლებელია. Gulf Aquamarine Hotel − ასე ჰქვია საერთაშორისო სტანდარტით შექმნილ სასტუმროს, რომელიც "ჯინო ჰოლდინგმა" თბილისის ზღვის საკურორტო ზონაში ააშენა და მისი მართვა ბაჰრეინულ Gulf Hotel Group-ს გადააბარა. საკურორტო ზონა მოიცავს როგორც Gulf Aquamarine Hotel-ის სასტუმროს, ასევე "ჯინო ფერედაისის" აკვაპარკს. სტუმრები ორივე კომპლექსის მრავალი სერვისით სარგებლობას შეძლებენ. თბილისიდან გაუსვლელად აქ დაგხვდებათ მშვიდი გარემო, ტყისა და ზღვის ხედები, დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, გამაჯანსაღებელი და განსატვირთი აუზები, 9 სახეობის საუნა, ოქროს აბაზანები, ბარები და რესტორნები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია − ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი. საკურორტო კომპლექსში შეგიძლიათ დაისვენოთ და განიტვირთოთ როგორც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ასევე ბიზნესპარტნიორებთან საქმიანი ვიზიტის პარალელურად.

Gulf Aquamarine Hotel მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აკვაპარკის − "ჯინო ფერედაისის" ტერიტორიაზე. ულტრათანამედროვე სასტუმროს სამშენებლო ფართობი 17 414 კვ.მ-ია. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასტუმროში 6 კატეგორიის 215 ნომერია განთავსებული და ერთდროულად 500-მდე დამსვენებლის მიღება შეუძლია. ჯანსაღი გარემოს გარდა, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებსა და გრილბარს. გარდა ამისა, სასტუმროს აქვს 3 საკონფერენციო სივრცე, რომელთაც 300 ადამიანამდე მიღების საშუალებას აქვს, შესაბამისად, აღნიშნული გარემო იდეალური ადგილია ბიზნესშეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების, თიმბილდინგებისა და სხვა კორპორაციული შეხვედრების დასაგეგმად.

რატომ თბილისის ზღვა? ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვის ტერიტორია დედაქალაქის მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად იქცა. PwC-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, თბილისის ზღვას აქვს პოტენციალი, 262 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ზონებით დატვირთვა. ლოკაციაზე განხორციელებული პროექტები ცხადყოფს, რომ აღნიშნულ ზონას საკმაოდ დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. ამასთან, მოცემული სარეკრეაციო ზონის კიდევ ერთი ბენეფიტი ადვილად მისადგომი ადგილმდებარეობაა, სადაც მოხვედრისთვის მსურველებს დიდი დრო არ ესაჭიროებათ.

სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდა და შემოდგომიდან დღემდე უნიკალურმა სივრცემ 10 000-მდე სტუმარს უმასპინძლა. ყველაზე აქტიური პერიოდი, განსაკუთრებით აკვაპარკისთვის, იწყება მაისის თვიდან და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. დღის განმავლობაში აქტიურ სეზონზე აკვაპარკი მასპინძლობს 2000-2500 სტუმარს, თუმცა ერთდროულად მას 4000-მდე სტუმრის მიღების შესაძლებლობაც აქვს. სასტუმროს ფართო შეთავაზებები აქვს როგორც კორპორაციული კლიენტებისთვის, ისე ინდივიდუალური დასვენების მსურველებისთვის. საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები განკუთვნილია სხვადასხვა ბიზნესღონისძიებისთვის, ხოლო წვეულებების დარბაზით შეუძლიათ ისარგებლონ კერძო პირებმაც, ქორწილების თუ სხვა მასშტაბური თარიღების აღსანიშნავად.

"ჯინო ჰოლდინგის" მიერ აშენებულ სასტუმროს სპარსეთის ყურეს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ჰოლდინგი − Gulf Hotel Group-ი მართავს. უმსხვილესი ორგანიზაცია 55 წელია რაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მრავალ სხვა ქვეყანაში სხვადასხვა წამყვან სასტუმროს უწევს მენეჯმენტს. "ჯინო ჰოლდინგისა" და Gulf Hotel Group-ის კოლაბორაცია კი, რომელიც მოიცავს აკვაპარკისა და სასტუმროს თანამშრომლობას, ერთიანი სერვისების შეთავაზებას, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე 500-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა ნაწილმა უკვე გაიარა სტაჟირება და ტრენინგები საერთაშორისო სტანდარტით.

"ამ დრომდე "ჯინო ჰოლდინგის" მიერ 89 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა და უახლოეს 5 წელიწადში, მთლიანობაში, ჩვენი ინვესტიცია 170 მილიონამდე გაიზრდება. ჩვენი ობიექტები საქართველოსა და დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სტუმარ-მასპინძლობის უნიკალურ, კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტს შესთავაზებს", აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე, "ჯინო ჰოლდინგის"დამფუძნებელი.

პროექტი სრულად სლოვაკური ინვესტიციაა, რომელიც "ჯინო ჰოლდინგმა" სლოვაკური "Exim ბანკის" მონაწილეობით განახორციელა. სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებულია 20 მილიონი ევრო და იგი თანამედროვე სტანდარტის სრული დაცვით არის აშენებული. სასტუმროს თითოეული ოთახი აპარტამენტის სტილისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუმრების მაქსიმალური კომფორტისთვის ოთახი სრულად არის აღჭურვილი მინისამზარეულოთი და საჭირო ტექნიკით. ამასთან, დამატებით, სასტუმროსა და აკვაპარკში 14 საკვები ობიექტი, რესტორნები, ბარები და კაფეებია განთავსებული, სადაც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

კეთილმოწყობილი სივრცის გარდა, სასტუმრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და სტუმრების კომფორტს, შესაბამისად, პერსონალის შერჩევის დროს გადამწყვეტი კრიტერიუმი კეთილგანწყობა, მათი კომუნიკაციის უნარები და მომხმარებლებისა და საქმის სიყვარულია. "ჩვენი გუნდის მთავარი მოტივია, თითოეული მომხმარებელი იყოს კმაყოფილი იმ მრავალფეროვანი მომსახურებით, რასაც ვთავაზობთ. გუნდის ახალი წევრის აყვანის დროს, მთავარი, რასაც ყველას ვეუბნებით, არის ის, რომ უყვარდეს საქმე, ომელსაც აკეთებს. სხვანაირად სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი ვერ იმუშავებს", − განმარტავენ Gulf Aquamarine Hotel-ის გუნდში.

თბილისის ზღვაზე არსებული სასტუმრო მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს განახლებულ შეთავაზებებს და მათთვის დასვენების მრავალფეროვან პირობებს ქმნის. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც შაბათ-კვირას განტვირთვის, ისე საოჯახო და სამეგობრო დასვენების პაკეტებით. სხვადასხვა შეთავაზება მოიცავს განსხვავებულ შესაძლებლობებს, მათ შორის: უგემრიელეს საუზმეს, "ჯინო ფერედაისის" აკვაპარკის 500-მდე ატრაქციას, ანტისტრეს ან კლასიკურ მასაჟსა და გამაჯანსაღებელ მომსახურებას სპაცენტრში და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მრავალფეროვანი საჭიროებებიდან გამომდინარე, სასტუმროში შეხვდებით როგორც სტანდარტულ, კლასიკურ ოთახებს, ისე მოზრდილ აპარტამენტებს საოჯახო დასვენებისთვის, ელეგანტური მოწყობის სამეფო ლუქსებს, მყუდრო და კომპაქტურ ოთახებს და სხვ.

"ჯინო ჰოლდინგს" წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში: "ჯინო ფერედაის ბეშენოვა" (სლოვაკეთი), "ჯინო აკვამარინ ბეშენოვა" (სლოვაკეთი), "ჯინო ფერედაისი" (აკვაპარკი საქართველო), Guf Aquamarine Hotel, "ჯინო პარკ პალაც" − ისტორიული სასახლე სასტუმრო (სლოვაკეთი), მცხეთისა და რაბათის გამაჯანსაღებელი, ველნეს-სპა სასტუმროები და სხვა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 18 თვეში თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მუშავდება განაშენიანების პროექტი, რაც საცხოვრებელი სახლების, სასტუმრო კომპლექსის, სამედიცინო ცენტრისა და სავაჭრო ობიექტების ერთ სივრცეში თავმოყრას გულისხმობს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ