Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Soplidan.ge - 250-ზე მეტი სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტი ონლაინ ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

www.soplidan.ge ონლაინმაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს 250-ზე მეტი სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეძენასა და ადგილზე მიტანას სთავაზობს. პლატფორმა ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზების სწრაფ და ეფექტურ შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ Soplidan.ge იყო ის პირველი ქართული ინტერნეტსაიტი, რომელმაც მომხმარებელი და ფერმერი ერთმანეთთან ციფრულად დააკავშირა და მათ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვა- გაყიდვის მოქნილი შესაძლებლობა მისცა.

Soplidan.ge-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი, ხილ-ბოსტნეული, მიკრომწვანილი, უსასუქო ბიოპროდუქცია, ნუგბარი, ზეთი და ძმარი, სუნელები და საწებლები, მჟავეულობა, პური და ფქვილეული. ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის გაყიდვისა და შეძენის შესაძლებლობასაც ელექტრონული პლატფორმა გვაძლევს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინმაღაზიაში ცალკე სექციას, სახელწოდებით "ქალების პროდუქტი", ვხვდებით, რომელიც ქალი მეწარმეების მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს.

Soplidan.ge-ს დამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილია, რომელიც გამარჯვებამდე განვლილ გზასა და საქმეში ჩადებულ ძალისხმევას Entrepreneur-თან საუბრისას იხსენებს:

"Soplidan.ge-ს არსებობის 4 წლის განმავლობაში, ბიზნესის განვითარებისთვის არაერთი გზა და ხერხი გამოვიყენეთ, რომელთა ეფექტურობას გუნდთან ერთად გზადაგზა, სამუშაო პროცესში ვაანალიზებთ. შედეგების მიხედვით კი, ან ახალ გზას ვირჩევთ, ან იმავე გზით სიარულს ვაგრძელებთ. თუმცა, არის ერთი რამ, რაც მუდმივად ახლავს ჩვენი განვითარების პროცესს. ესაა მომხმარებელთან ძალიან ახლოს ყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ყველა აქტივობა მათ ინდივიდუალურ კვლევასა და სურვილებს ეფუძნება. მახსენდება მომხმარებლის მიერ გაჟღერებული რამდენიმე სრულიად უტოპიური სურვილიც კი, რომელზეც მთელი სერიოზულობით გვიმსჯელია და გვიცდია გაკეთება, მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელს ასე სურდა".

მომხმარებელთა სურვილებსა და საჭიროებებზე მუდმივმა დაკვირვებამ შედეგი გამოიღო. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ Soplidan.ge მომხმარებლის მიერ გამოძერწილი ის ბიზნესია, რომელიც მას ისე ემსახურება, როგორც ეს თავად მომხმარებელმა ისურვა. პლატფორმა კი იმ მიმართულებით განვითარდა, რა მიმართულებაც მას სწორედ საკუთარმა მომხმარებელმა უჩვენა.

"მნიშვნელოვანია, დავაფიქროთ მომხმარებელი, შეცვალოს ქცევა და ისარგებლოს იმ სერვისით, რომელიც აქამდე არ გამოუცდია. ონლაინ შეიძინოს სოფლის ნამდვილი პროდუქტი და მეორე დღეს შინ მიიღოს", – ამბობს ნათია ნინიკელაშვილი და წლის საუკეთესო მომსახურებად აღიარებული ბიზნესის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საკუთარ გუნდთან ერთად ძალისხმევის დაზოგვას არც მომავალში აპირებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს