Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ტანსაცმლის ბრენდების განვითარების 3 ინოვაციური გზა სახლიდან მუშაობის რეჟიმი კვლავ ძალაში რჩება და ამიტომ მოსახერხებელი ტანსაცმლის ტარება უკვე ნორმად იქცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

კომფორტული, სპორტული ტანსაცმლის ინდუსტრია პანდემიის ბუმის მოწმე გახდა. მიზეზი ის არის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. Technavio-ს ბაზრის კვლევის შედეგების თანახმად, სპორტული ტანსაცმლის ბაზარი 2024 წლამდე $80.74 მილიარდით უნდა გაიზარდოს. SimilarWeb-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებში "სპორტული, ესთეტიური ტანსაცმლის ბაზარი შესამჩნევად გაიზარდა". ტანსაცმლის პოპულარული ბრენდები თავიანთ საფუძვლებს დაუბრუნდნენ და აქტუალურები რომ დარჩნენ, ახლა უკვე გაცილებით მარტივ, გამძლე და კომფორტულ სამოსზე აკეთებენ აქცენტს.

ფიტნეს ტანსაცმლის ბრენდის, YoungLA-ს თანადამფუძნებლები, ძმები გურმერ და რობი ჩოპრები არიან. ბოლო საუბრისას გურმერმა განაცხადა: " სახლიდან უამრავი ადამიანი მუშაობს და სოციალური ცხოვრება გარკვეული ხნით გაყინულია, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი ამჯობინებს მოკრძალებულად ჩაცმას. თუმცა, ასე ჩაცმა ნაკლებად ელეგანტურ ჩაცმას სულაც არ ნიშნავს. ეს უბრალოდ სხვადასხვა ღონისძიებებისა და ცერემონიალებისთვის ჩაცმას კი არა, კომფორტულად და საკუთარი არჩევანის მიხედვით ჩაცმას გულისხმობს".

ძმებმა ჩოპრებმა სამი გზა გაგვიზიარეს, რომლითაც ინოვაციურმა ფიტნეს ბრენდებმა თავიანთი სტრატეგია განავითარეს, რომ გადარჩენაც მოეხერხებინათ სახლიდან მუშაობის ეპოქაში და ზრდა განვითარებაც.

ციფრულ სისტემაზე გადასვლა

"დღეს მთელი სამყაროში კარანტინში აღმოჩნდა", – ამბობს რობი. "და ადამიანებმა მთელი ყურადღება ონლაინ რეჟიმზე გადაიტანეს. ონლაინ შოპინგი უფრო მეტად ფუფუნება კი არა, აუცილებლობა გახდა. ადამიანები, რომლებიც ოდესღაც მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში ყიდულობდნენ ტანსაცმელს, ახლა უკვე ინტერნეტში შედიან და ახალ გარდერობს მთლიანად იქ ყიდულობენ".

ტანსაცმლის მრავალი ბრენდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ ონლაინ რეჟიმზე გადასვლაც შეძლეს და იმაზე ზრუნვაც, რომ პროდუქციის მიწოდება გარანტირებული ყოფილიყო. და იმის უნარიც ჰქონდათ, მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნის გამკლავებოდნენ.

ხელმისაწვდომობა

დამტკიცებულია, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ისევე აფიქრებს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დარტყმები, როგორც საკუთარი ჯანმრთელობა. მომხმარებლებმა სხვადასხვა ბრენდების პროდუქტების ყიდვისას უნდა იცოდნენ, რომ გადახდილი ფულის შესაბამის პროდუქტს და მომსახურებას იღებენ. როგორც ყველამ ვიცით, ტანსაცმელი შეიძლება ძვირი იყოს, და ზოგიერთ შემთხვევაში კი, მეტისმეტადაც ძვირიც.

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასები შეგვეთავაზებინა ", – ამბობს გურმერი, "და აშკარად ვხედავთ რომ ბევრი ბრენდი ჩვენსავით იქცევა".

სპორტული ტანსაცმლის ბაზარზე მომხმარებლისთვის პროდუქცია აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და რადგან ბრენდებმა ეს გაითვალისწინეს, სრულიად აშკარად დაინახა ყველამ, თუ როგორ გაიზარდა მოცულობები.

ექსკლუზიური შეთავაზებები

ახლანდელი მომხმარებლების გაცნობა და ახლების მოზიდვა ადრინდელზე გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ბრენდისადმი ერთგულება ყველაფერია. ბევრი კომპანია პანდემიის დროს დარწმუნდა, რომ ვირტუალური ყიდვისას პირად გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კომპანიის შემოსავლების ზრდაში გადამწყვეტია სხვადასხვა ნიუანსები და ინდივიდუალური მიდგომა. კერძოდ, კლიენტების ბაზის თითეული მომხმარებლისთვის განსხვავებული ტექსტებისა და ელექტრონული წერილების გაგზავნა, მათთვის საშუალების მიცემა, რომ ფასდაკლებისას ყველაზე ადრე შეიძინონ პროდუქცია და ასევე, სპეციალური ფასდაკლებების შეთავაზება.

პანდემიამ ტანსაცმლის წარმოების მთელ ინდუსტრიაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა, ამის შელამაზება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ დადებითი მხარე ყველა უარყოფითს აქვს. ჩვენ ყველანი იძულებულნი გავხდით, სერიოზულად გადაგვეფასებანი ჩვენი საქმიანობა და არასტანდარტულად დაგვეწყო აზროვნება. მომხმარებლებმა თავიანთი საერთო ხარჯები შეამცირეს, ამიტომ ბრენდები შემოქმედებითები და ორიგინალურები უნდა ყოფილიყვნენ, და ამავე დროს, მომხმარებლების შესანარჩუნებლად სერიოზული შეთავაზებებიც უნდა ჰქონოდათ.

მართალია, მაღაზიები დაიკეტა, მაგრამ ახლა ჩვენ ისტორიის ყველაზე ღირებული ინსტრუმენტი გვაქვს ხელთ: ინტერნეტი. პირდაპირი ვიდეო შოპინგი, ონლაინ მაღაზიის ასისტენტები და ტანსაცმლის გამოსაცვლელი ვირტუალური ოთახები მხოლოდ რამდენიმე საშუალებაა, რომლითაც ტანსაცმლის ინდუსტრიამ კონკურენტების გასწრება შეძლო. ჩვენი მომავალი აშკარად ციფრულია და ბრენდებმა ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს