Cyber Monday Sale! 50% Off All Access

#ტენექართულად პირველი ქართული USB-კაბელი გარემოს დასაცავად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

"ტენე" ქართული ბრენდის მიერ შექმნილი პირველი USB-კაბელია, რომელიც კომპანია "ჯინვენტორმა" შექმნა. მისი პირველი პროტოტიპი უკვე მზადაა. სულ მალე ის მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების მწვანე USB-კაბელი იქნება, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება. თავდაპირველად, მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა ბუნებიდან პოლიეთილენის ნარჩენების ამოღებას მოხმარდება. "ტენემ" და მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და ეკომეგობრული კაბელების ინოვაციური ტექნოლოგიით, მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ გაილაშქრონ.

მობილური აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია "ჯინვენტორის" დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა საკუთარ გუნდთან ერთად საქართველოში USB- კაბელების წარმოება განიზრახა. პოლიმერული წარმოების ნიუანსების დეტალურად გასაცნობად, გუნდი ჩინეთში გაემგზავრა, საერთაშორისო გამოცდილებას საკუთარი მიგნებებიც შემატა და გადაწყვიტა, წარმოება საქართველოში მოპოვებული მასალით დაიწყოს, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული ნაბიჯი იქნება.

"პლასტმასით დაბინძურება მალე მსოფლიოს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს. მისი უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გამოყენების გამო, მიკროპლასტიკი უკვე ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით დიდი დოზით კი მოზარდებში არის აღმოჩენილი. პლასტმასის მიკრონაწილაკები ტოქსიკურია და მრავალ მძიმე დაავადებას იწვევს. ამ კუთხით საჭიროა ადამიანების ცნობიერების ამაღლება. მავნე პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში კი აუცილებელია ბიზნესის ჩართულობა, რადგან პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მას მხოლოდ მოსახლეობა ან სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება", – ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

საქართველოში დაბინძურების ხარისხს განსაკუთრებულად საგანგაშოდ კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძეც მიიჩნევს: "ყველაზე კარგად პოლიეთილენით დაბინძურების მასშტაბის აღქმა ბუნებაში ყოფნისას არის შესაძლებელი. ეს ნარჩენები პრაქტიკულად ყველგან გვხვდება და ჩვენს ბუნებას წალეკვით ემუქრება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასვლისას გადავწყვიტეთ, ამ პრობლემისთვის წერტილი უნდა დაგვესვა!"

საქართველოში პოლიეთილენი განსაკუთრებით ჭარბად გამოიყენება. ამავდროულად, ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხის შემცველ და მავნე ნარჩენად მიიჩნევა. არჩევანიც სწორედ მასზე შეჩერდა. წარმოების წარმატებით განხორციელებისთვის, კომპანია ე.წ. Crowdfunding -ს მიმართავს. თითოეულ ადამიანს, ვისაც ქართული წარმოებისა და გარემოს გაჯანსაღების საქმეში წვლილის შეტანა სურს, შეუძლია მინიმუმ 20 ლარი კომპანიის სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხოს, რის შემდეგაც ავტომატურად "ტენეს" აქციის მონაწილე გახდება, საჩუქრად კი USB-კაბელს მიიღებს.

"ტენეს" შემდეგი უახლესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს: სიგრძე 1.2 მ, სიჩქარე 10 გიგაბიტი წამში, თაობა კი USB 3.2 GEN-ს მიეკუთვნება.

შეიძინე "ჯინვენტორის" პროდუქცია ონლაინ Entrepreneur Shop-ზე!

"ტენე" სწრაფად მუხტავს, ახდენს მონაცემების სწრაფ მიმოცვლას და იცავს მობილურს გადაჭარბებული დამუხტვისგან. მის შემადგენლობაში საგანგებოდ გადამუშავებულ პოლიეთილენთან ერთად, ელასტიკურ ფიქსატორს, ნეილონის ნაქსოვ გარსს, მოკალავებულ სპილენძსა და მონიკელებულ კინექტორებს შეხვდებით.

"საქართველო ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა არ არის. შესაბამისად, თუ გვინდა ეკონომიკური სიდუხჭირე დავძლიოთ და მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ, ეროვნული წარმოება აუცილებლად უნდა განვავითაროთ. თანამედროვე მსოფლიოში ეს უკვე მარტივი ამოცანაა, მთავარი კი მონდომებაა. მიკროელექტროტექნიკა მსოფლიოში სწრაფად განვითარებად და დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე დარგს წარმოადგენს. ამ მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო უნდა ჩამორჩეს", – გვეუბნება სანდრო ლილუაშვილი და მცირე მეწარმეობის განვითარებაში "ჯინვენტორის" როლზე საუბრობს, – "ჩვენი მიზანია, ამ პროცესს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ, მათ შორის – გამოცდილების გაზიარების გზით. ჩინეთში ყოფნისას, ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნეთ საინფორმაციო ვლოგი, სადაც აღვწერეთ, როგორც შეუძლია ქართველ მეწარმეს ესტუმროს ჩინეთს, გაერკვიოს ნებისმიერი ტიპის წარმოების ტექნოლოგიაში და დანერგოს ის საქართველოში".

"ჯინვენტორის" მიზანია, "ტენეს" კაბელების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კვლავ მის ეკოწარმოებაში და ამავდროულად გარემოს გაჯანსაღებაზე მიმართულ არაერთ აქტივობას მოხმარდეს. კომპანია მომავალში ამ კონცეფციის კიდევ ბევრ სიახლესა და ინოვაციურ პროდუქტს გვპირდება.

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე!

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს