Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა უკვე მეხუთე წელია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებს და ამ ინდუსტრიის უმსხვილეს მოთამაშეს წარმოადგენს. მისია − დროული და სწორი სადაზღვევო პროდუქტებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. იმისათვის კი, რომ ამ მიზანს ეფექტურად მიაღწიოს, აუცილებელია კომპანიის გუნდმა, ყოველი მორიგი გადაწყვეტილება რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით მიიღოს. ამისათვის მან ადამიანების წუხილს, საჭიროებებს, სურვილებსა და ბაზრის მაჯისცემას გულისყურით უნდა უსმინოს.

ახალ-ახალ პროდუქტებთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესოა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება, რომლის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი სრულყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობა სულ სხვაგვარად გამოკვეთა. თიბისიმ გამოწვევა მიიღო და ამ მიმართულების გაძლიერებაზე დიდი გუნდის ძალისხმევა მიმართა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროდუქტს, როგორ იხვეწება და როგორ მიმდინარეობს გუნდური სამუშაო პროცესი, ამის შესახებ თიბისი

დაზღვევის გუნდის წევრები − გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა გვიყვებიან:

გვანცა რატიანი - თიბისი დაზღვევის კორპორაიული ბიზნესმენეჯერი:

"დღეისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევა და მისი განვითარება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ზოგადად, სამედიცინო დაზღვევის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური დონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევას 2019 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს და გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, ციფრული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. მომხმარებელს ვთავაზობთ თავისუფალ, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომელიც სრულადაა მორგებული ადამიანის საჭიროებებზე, მაქსიმალური ეფექტურობითა და მინიმალური დროის დახარჯვით. ასევე, ვთავაზობთ მარტივ და სწრაფ აპლიკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად უმარტივებს თითოეულ დაზღვეულს ცხოვრებას. ჩვენი გუნდის საყვარელი საქმიანობა ჩვენი დაზღვეულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის გრძელვადიან პერსპექტივაში საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებაა.

ჩვენი მისიაა გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მსხვილ კორპორაციულ ორგანიზაციებთან, მათი საჭიროებების დადგენა და სწორი შეთავაზების გაკეთება. გვინდა, ყოველდღიურად უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების სტაბილურობა, სიმშვიდე და მაღალი ხარისხის მომსახურების დაუბრკოლებლად მიღება. მუდმივად მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს დაზღვეულებთან და მათ იციან, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლოა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ინდივიდუალურად მივუდგეთ ყველა დაზღვეულს, მოვუსმინოთ მათ საჭიროებებს. ასევე, გავუმარტივოთ და დავუზოგოთ დრო კომპანიებსა და მათ დაზღვეულებს.

თიბისის კორპორაციული გაყიდვების გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გუნდურობითა და მიზანდასახულობით. ვამაყობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე კარგად აისახება. ჩვენს გუნდს ამბიციური გეგმები აქვს. მიზნად გვაქვს დასახული, რომ ჩვენს მრავალფეროვან და კონკურენტულ ბაზარზე წამყვანი პოზიციები უმოკლეს პერიოდში დავიკავოთ".

ერნა პოღოსოვა - კორპორაციული ბიზნესსექტორის ხელმძღვანელი:

"ჩვენი − თიბისი დაზღვევის გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესი ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანია. ყოველდღიურად ვცდილობთ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე გაიზარდოს, ვიზრუნოთ ჩვენს დაზღვეულებზე, დავამატოთ ახალი კომპანიები, რომლებსაც ვთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო სერვისს საქართველოში, რაც გამოიხატება არჩევანის თავისუფლებით, სისწრაფით, მოქნილობითა და ციფრული არხების ფართო სპექტრის შეთავაზებით. თავად მე, კარიერა ამ სფეროში15 წლის წინ დავიწყე, სადაზღვევო აგენტის პოზიციიდან. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია მუშაობა. ამ დროის განმავლობაში შევიძინე ყველა საჭირო უნარ-ჩვევა. მუდმივად ზრდაზე ვიყავი ორიენტირებული. 2018 წლის დეკემბრიდან კი შემოვუერთდი თიბისი დაზღვევას, კორპორაციული ბიზნესსექტორის უფროსის პოზიციაზე. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. 2019 წლის აპრილის თვიდან კი, რაც ჯანმრთელობის დაზღვევა ჩავუშვით გაყიდვაში, კორპორაციული სექტორის სრულ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, ჩემი განათლება მნიშვნელოვნად მეხმარება კლიენტებთან ურთიერთობაში, მათი საჭიროებების დადგენასა და სწორი პროდუქტის შეთავაზებაში. საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე.

ვფიქრობ, კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია გუნდი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ზრდასა და განვითარებაზე, ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია, პროფესიონალიზმი და კლიენტზე ორიენტირი. ჯანმრთელობის დაზღვევა არის ძალიან სენსიტიური პროდუქტი, ამიტომ გაყიდვის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კომპანიას, არამედ თითოეულ დაზღვეულს. მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ შენი იმედი და გრძნობდნენ, რომ მათზე ზრუნავ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს