თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის tbcpayments.ge

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.

პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის.

ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ელ.კომერციის ისე პოს.ტერიმანალის მიმართულებით) დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი სისტემა.

"თიბისის, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში", - თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების ლიგის ლიდერი.

ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის უკვე ამოქმედდა და ის ხელმისაწვდომია ბმულზე - www.tbcpayments.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

PULSAR AI – პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ''სილიკონის ველზე'' მოიზიდა ინვესტიცია

წარმატების გზა და რჩევა ქართველ სტარტაპერებს დაჩი ჭოლაძისგან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება იზრდება - ზოგიერთმა 2024 წელს ათობით მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს

აი, რამდენი გამოიმუშავეს აღმასრულებელმა დირექტორებმა 2024 წელს, JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონიდან Disney-ის ბობ აიგერამდე