Get All Access for $5/mo

ტურიზმის მზარდი ტენდენცია და ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა, რომ ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ და უკეთესი ცხოვრების ძიებას საზღვარგარეთ იწყებენ. ამ დროს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმის სექტორი მათთვის ბევრ საინტერესო კარიერულ შესაძლებლობას ქმნის", − ალექსანდრე მამულაშვილი, VisitGeorgia.

პანდემია ეტაპობრივად დასასრულს უახლოვდება. ორწლიანი იზოლაციის შემდეგ მოგზაურობა კვლავ იქცა განტვირთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საშუალებად. შესაბამისად, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმმა სწრაფი ტემპითა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით დაიწყო აღორძინება. სწორი მარკეტინგის დამსახურებით საქართველოც მალევე გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი სამოგზაურო მიმართულება. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს ვუმასპინძლეთ, რაც ცალსახად კარგი მაჩვენებელია.

2022 წლის ტურისტული სეზონის შესაფასებლად Entrepreneur ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე შემომყვანი ტუროპერატორი კომპანია VisitGeorgia-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, ალექსანდრე მამულაშვილს ესაუბრა:

"2022 წელი მეტნაკლებად პოზიტიურად წარიმართა ქართული ტურიზმისთვის. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითად იმოქმედა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონის რეპუტაციაზე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სეზონი მაინც შედგა. საქართველო კვლავ უსაფრთხო, საინტერესო და ეგზოტიკურ სამოგზაურო მიმართულებად მიიჩნევა.

საბედნიეროდ, ტურიზმის აღორძინება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და 2023 წელს უფრო მეტ სტუმარს ველით. შესაბამისად, კვალიფიციურ კადრებზეც გაიზრდება მოთხოვნა. ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა, რომ ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ და უკეთესი ცხოვრების ძიებას საზღვარგარეთ იწყებენ. ამ დროს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი მათთვის ბევრ საინტერესო შესაძლებლობას ქმნის. ჩემი თითოეული თანამშრომელი დამეთანხმება, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მუშაობდე სასიამოვნო გარემოში, გქონდეს მაღალი ანაზღაურება და განვითარების პერსპექტივა".

Entrepreneur შეეცადა გაერკვია, თუ რა სახის შესაძლებლობებს სთავაზობს ტურიზმი ახალგაზრდებს. სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შემომყვან ტუროპერატორ კომპანიებში ერთმანეთისგან განსხვავებული და საკმაოდ საინტერესო სამსახურებრივი პოზიციები არსებობს. დაინტერესებულ პირებს კარიერული განვითარება სხვადასხვა მიმართულებით შეუძლიათ, მათ შორის:

  1. ტუროპერატორი − ქმნის სამოგზაურო პაკეტებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან;
  2. ტურისტული გიდი − ტურისტებს უწევს საექსკურსიო მომსახურებას;
  3. რეზერვაციების მენეჯერი − ახორციელებს სხვადასხვა სერვისის ჯავშნებს და ამყარებს კომუნიკაციას ადგილობრივ პარტნიორებთან;
  4. ტრანსპორტის მენეჯერი − კურირებს ტურის ლოგისტიკას.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებული პირების ანაზღაურება ბევრად აღემატება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს.

საინტერესო სამუშაო პროცესისა და მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ტურისტულ კომპანიაში მუშაობა მაინც ნაკლებად პოპულარულია. მიზეზების ძიების პროცესში Entrepreneur სხვადასხვა ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა. ერთხმად აღნიშნეს, რომ არცერთი არ ელოდა კეთილმოწყობილ ოფისს, დასავლური ყაიდის სამუშაო პირობებს, საქმიან ვიზიტებს უცხოეთში, მოგზაურობას ქვეყნის ფარგლებში, სამედიცინო დაზღვევას და სხვა.

ბოლო რამდენიმე წელიწადში შემომყვანმა ტუროპერატორის ბიზნესმა განვითარების ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ კომპანიები თავიანთ სასწავლო ცენტრებშივე ახორციელებენ კვალიფიციური კადრების აღზრდას. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის დაწყების ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ შექმნილი. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს მხოლოდ სურვილი და მოტივაცია თამაშობს.

ტურიზმის მზარდი ტენდენცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია, საქართველოშიც დასაქმდე და ამავდროულად, იყო წარმატებული.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე