Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ვინ არ დაისვენა? - "ამო" გაიცანით გიორგი შაქარაშვილი!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ამო" ახალი ქართული რესტორანია, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი თვეა, ბაზარზე გამოჩნდა, სიღნაღის სტუმრების გულის მოგება უკვე მოახერხა. რესტორანი 90 პერსონაზეა გათვლილი და იდეალური ადგილია სტრესული სამუშაო კვირის შემდეგ განსატვირთად და ახალი ძალების მოსაკრებად, რასაც ჩვენს უგემრიელეს სამზარეულოსთან ერთად, რესტორნიდან სიღნაღზე, ალაზნის ველსა და კავკასიონზე გადაშლილი ულამაზესი ხედებიც განაპირობებს.

პირველი, რაც "ამო"-ში შემოსული სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს, სწორედ რესტორნიდან გადაშლილი ხედებია. რესტორნის კონცეფციის დაგეგმვისას, ღია, პანორამულ სივრცეზე გავამახვილეთ აქცენტი, რომელსაც ბუნებრივად უნდა შერწყმოდა მინიმალისტური ინტერიერი და ქართული, ტრადიციული სტუმარ- მასპინძლობა, რაც ჩვენს უგემრიელეს სამზარეულოსთან სინთეზში წარუშლელ გასტრონომიულ შთაბეჭდილებას ქმნის.

"ამო" ოჯახური სარესტორნო ბიზნესია, რომელიც ჩემს ძმასთან, ლაშასთან, და მამასთან − ზურაბ შაქარაშვილთან ერთად გავხსენი. ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ალბათ ის არის, რომ შეგვიძლია ერთმანეთთან შევაჯეროთ, ერთი მხრივ, ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება და მეორე მხრივ, ახალი, ინოვაციური ხედვა, რომელიც ჩვენი პროდუქტის ხარისხსა და უნიკალურობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

რთულმა და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდმა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა, "ამო"-ს გახსნა რამდენჯერმე გადაგვადებინა. ჩვენთვის, სტუმრების უსაფრთხოება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გვინდოდა მაქსიმალურად მომზადებული შევხვედროდით მათ. თუმცა, რასაკვირველია, სულმოუთქმელად ველოდით რესტორნის გახსნას და ვეცადეთ, ე.წ. on hold პერიოდი მარკეტინგული კამპანიის შესაბამისად დაგეგმვაზე გამოგვეყენებინა, რამაც "ამო"-ს უპირველესად ცნობადობა, შემდეგ კი ერთგული სტუმრები უნდა შესძინოს.

"ამო"-ში ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ვამაყობთ მომსახურების იმ ხარისხით, რომელიც გახსნის დღიდან დავამკვიდრეთ ჩვენს სტანდარტად. ჩვენი მიზანია, "ამო" ქართველი და უცხოელი დამსვენებლების უსაყვარლესი გასტრონომიული მიმართულება გახდეს. ამისათვის თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი.

ამ ეტაპისთვის რესტორანში 250 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვგეგმავთ დამატებით ინვესტირებას, რათა "ამო"-ში სტუმრობა ზამთარშიც ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორც ნებისმიერ სხვა დროს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!