მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბრედფილდი მაკდონალდს საქართველოს პურ-ფუნთეშეულის ახალი საწარმოა, რომელიც ძალიან მალე ოფიციალურად გაიხსნება და მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

ბრედფილდის საწარმოს ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდი ბრედფილდი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, როგორც მაკდონალდსის რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველასათვის საყვარელი ბურგერის ფუნთუშების შეძენა მალე სუპერმარკეტებშიც იქნება შესაძლებელი - გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მაკდონალდსის მომხმარებელს უკვე სახლშიც შეეძლება.

საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი პურ-ფუნთუშეულის სექტორში წარმოების მაღალი სტანდარტების დანერგვაში, პროფესიონალების გაზრდასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში.

საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის დასაქმდება 30 ადამიანი. უახლოეს მომავალში კი, წარმოების გაფართოებასთან ერთად მათი რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

საწარმო ასევე გახდება ერთგვარი რეგიონული ჰაბი, რომელიც პროდუქციით მეზობელ ქვეყნებსაც მოამარაგებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მაკდონალდსი ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება და 2022 წლიდან ბრედფილდში წარმოებული პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც გავა.

დარგის განვითარების მიზნით კომპანია საგანმანათლებლო პროექტებზეც იმუშავებს. ამ კუთხით იგეგმება ქარხნის საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სტაჟირებისა და სასტიპენდიო პროგრამებით ახალი თაობების წახალისება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი