#მეავიცერი - თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს:

  • აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ;
  • პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით;
  • 29 ივლისიდან - 1 სექტმებრამდე ვაქცინრებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი
  • ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

"ჩვენთვის გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით და დიდესი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად გავიარეთ ყველასთვის რთული წელიწადნახევარი. პრევენცია, უსაფრთოების წესების დაცვა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა - ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, რომ თიბისელები პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ვირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესს," - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისის უმთავრესი ამოცანაა, დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი