Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გირჩევთ წაიკითხოთ: ფაქტოლოგიურობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორის შესახებ:

ჰანს როსლინგი - პროფესორი და დოქტორი ჯანდაცვის დარგში. ცნობისთვის, 80-იან წლებში მან აღმოაჩინა მანამდე უცნობი პარალიტიკური დაავადება - კონზო.
ჰანს როსლინგმა ოჯახის წევრებთან ერთად 2005 წელს დააარსა Gapminder Foundation - ფაქტებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანი უმეცრებასთან და უმეცრებით გამოწვეულ სტრესთან ბრძოლაა. ასევე "დოლარის ქუჩა" - ფოტოებზე ასახული რეალობა მონაცემებისა და ფაქტების უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად. "დოლარის ქუჩას" შეგიძლიათ ეწვიოთ www.dollarstreet.org

მაშ, რას ნიშნავს ფაქტოლოგიურობა?

ფაქტოლოგიურობა კრიტიკული აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ჩვევა გასწავლით როგორ ამოიცნოთ და თავიდან აიცილოთ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციები და მხოლოდ ფაქტებით გამყარებული ამბები აღიქვათ რეალობად.

ჩვენ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გავრცელება ისეთი მარტივია, როგორიც ეს არასდროს ყოფილა. ინფორმაციის დიდი კი ნაწილი საკმაოდ მძაფრად ისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და უმეტესი მათგანის მიზანიც სწორედ ეს არის.

ავტორი მკითხველს უზიარებს იმ მიგნებებს, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოებული დაკვირვებისა და ფაქტებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში აღმოაჩინა.

წიგნის დასაწყისში მარტივი კითხვარი შეგხვდებათ, რომელიც მოიცავს 13 ფაქტზე დაფუძნებულ კითხვას მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ - სიღარიბე, ვაქცინცია, კლიმატის ცვლილებები და ა.შ.

როსლინგის მიხედვით, 2017 წელს ეს კითხვარი 12 000-მა ადამიანმა შეავსო, 14 ქვეყანაში. შედეგები კი გაგაოცებთ. 13 კითხვიდან, სრულად სწორი პასუხი ვერც ერთმა ადამიანმა ვერ გასცა. გამოკითხულების 15%-ის მიღებული შედეგი კი 0 გახლდათ.

"ვისმენდი, რაოდენ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდა ხალხი თვალწინ არსებულ ფაქტებს. რატომ იყო, რომ ფართო საზოგადოებიდან დაწყებული, ღრმად განსწავლული ექსპერტებით დამთავრებიული, შიმპანზეებზე უარეს პასუხებს მცემცდნენ, როდესაც მსოფლიოს შესახებ ფაქტორივ შეკითხვებს ვუსვამდი?"

გამოკითხვის შედეგებიდან კი ცხადი იყო, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ სამყაროს მდგომარეობა უარესდება, ხალხი იტანჯება, სტიქიური უბედურებები უკონტროლოა და მრავალი სხვა. სინამდვილეში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენს აწმყოში, სამყარო ყველასთვის უკეთესი საცხოვრებელი ადგილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ უზარმაზარი პროგრესი მივიღეთ თითქმის ყველა დარგში.

მაშინ, რატომ გვგონია რომ ყველაფერი ცუდად არის?


ჩვენი დრამატული ინსტინქტები და ზედრამატული მსოფლმხედველობა

მიზეზი იმისა, თუ რატომ აღვიქვამთ ფაქტებს უფრო დრამატულად, ვიდრე სინამდვილეშია, როსლინგის მიხედვით, ინსტინქტებში უნდა ვეძიოთ. სწორედ ეს ინსტინქტები გვიბიძგებს რეალობის დრამატულად აღქმისკენ. მათი მოქმედების თავიდან არიდებისთვის კი ფაქტოლოგიურობის მექანიზმი დაგვეხმარება.



წიგნში ამ ინსტიქტებს ავტორის ინტერპრეტაციით დეტალურად შეისწავლით და საინტერესოა, რამდენ მათგანს აღმოაჩენთ საკუთარ თავში.

ადამიანები ინტუიციურად მივმართავთ ჩვენს მსოფლმხედველობას, როდესაც ვფიქრობთ, ან შევიმეცნებთ სამყაროს შესახებ. ასე რომ, თუ თქვენი მსოფლმხედველობა არასწორია, სისტემატურად არასწორ დასკვნებს გამოიტანთ.

ამიტომ, თუ ჩვენი თვითმიზანი ყველაფრის სწორად გაგება და სიმართლის ცოდნაა, უნდა შევცვალოთ მთავარი - მსოფლმხედველობა, რაშიც როსლინგის "ფაქტოლოგიურობა" აუცილებლად მოგცემთ სწორ მიმართულებას.

უფრთხილდით მარტივ იდეებს და მარტივ გადაწყვეტილებებს. ისტორია სავსეა ვიზიონერებით, რომლებიც იყენებდნენ მარტივ, უტოპიურ ხედვებს მათი საშინელი ქმედებების გასამართლებლად.
მისასალმებელია სირთულე.
განსხვავებული იდეების კომბინაციები.
კომპრომისი.
პრობლემების გადაჭრის უნიკალური გზები.

"კიდევ ერთი საყურადღებო რამ "ფაქტოლოგიურობის" შესახებ და თავად ჰანსის შესახებ არის ის, რომ ის უარს ამბობს ვინმეს განსჯაზე მათი მცდარი წარმოდგენების გამო...ის განმარტავს, რომ ეს ინსტინქტები გვაქცევს ადამიანებად და რომ მათი გადალახვა ადვილი არ არის." - ბილ გეითსი "ფაქტოლოგიურობისა" და ჰანს როსლინგის შესახებ.

შეიძინეთ "ფაქტოლოგიურობა" Palitra L-ის ვებგვერდზე, "ბიბლუსის" ქსელში ან Entrepreneur Shop-ზე ონლაინ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს