Join our Waitlist for Expert Advice!

ალენ დელონმა ვაჟი საქართველოში "ჟუჟუნა" ღვინოზე გამოაგზავნა "მამას კარგი ღვინო ყოველთვის უყვარდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

" .. მთხოვა, მისთვის ქართული ღვინო ჩამომეტანა, ფრანგული ჟღერადობის სახელით." - ანტუან დელონი

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგული კინოს ლეგენდა - ალენ დელონი მარტის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა.
ამ ფაქტის შესახებ კინოვარსკვლავის ვაჟმა, ენტონი დელონმა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, თუმცა მამა-შვილის ურთიერთობა დელონების ოჯახშიც ყოველთვის ვნებასა და კონკურენციაზე იდგა.
მე ყოველთვის ის პატარა ბიჭუნა ვიყავი, ვისაც მამის ყურადღება მუდამ აკლდა. თუმცა, ბოლო პერიოდია, თითქოს ორივენი ვცდილობთ, დაკარგული დროის აღდგენას, ეს სასიამოვნოცაა. ახლა თავისუფლად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე: ოჯახზე, ურთიერთობებზე, ქალებზე...

" მამას, კარგი ღვინო ყოველთვის უყვარდა..."

რამ გამოიწვია ეს გარდატეხა?

როდესაც ბიძია პოლი (ჟან პოლ ბელმონდო) წავიდა, მამა სრულებით გამოიცვალა, თითქოს თავის თავს არ ჰგავდა... ლუკის (ჟან ლუკ გოდარი) შემდეგ კი დამიბარა, ხელი მტაცა და გამომიტყდა, რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო, მთხოვა, მისთვის ქართული ღვინო ჩამომეტანა, ფრანგული ჟღერადობის სახელით.

მის თვალებში ძველებული ნაპერწკალი შევნიშნე და დაუფიქრებლად გავემგზავრე კავკასიაში.

" იმ პერიოდში ყველა გოგი ჭიჭინაძეს მამსგავსებდა.."

კავკასიური ვოიაჟის შესახებ ორი სიტყვით რომ გვიამბოთ..

- ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ბევრი მსმენია,

მამა ჩემს ქალიშვილს, სისის, ქართველი მწერლის, ვაჟას "სტუმარ-მასპინძელს" ხშირად უკითხავდა, თუმცა საქართველოში გატარებულმა დრომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

კონსერვატორიის შენობასთან ვცხოვრობდი. იმ პერიოდში ხშირად მამსგავსებდნენ გოგი ჭიჭინაძეს. როდესაც იგებდნენ, რომ ალენ დელონის ვაჟი ვიყავი, სრული სიგიჟე იწყებოდა. მათე ძალიან დამეხმარა…
იქიდან წამოსულმა, მამას ყველა ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარე, ალენმა ჩემ მიერ ჩამოტანილი ჟუჟუნა ბოთლიდანვე მოიყუდა, შემომხედა და მითხრა:
"- ჩაიცვი ანტუნი, უკან ვბრუნდებით."
მე ჩავეკითხე - კი, მაგრამ როგორ?
"როგორ და ..როგორც ძმა ძმასთან.
ნათლიმამასთან - ნათლია."

თავისთვის ჩაილაპარაკა და მზერა ალიონს მიაპყო.
ბილეთი იმ დღესვე ავიღეთ..

ასე, მარტივად?

მამას კარგი ღვინო ყოველთვის უყვარდა, ამიტომ მის დასაგემოვნებლად ქვეყნის მეორე ბოლოშიც კი შეეძლო წასვლა…"

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი დაყვეს ფრანგული კინოს ლეგენდამ და მისმა ვაჟმა საქართველოში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი